"მანჩესტერი" "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენით დაინტერესდა, - იტყობინება Manchester Evening News-ი.
ახლა "მანჩესტერი" მომავალი წლისთვის სატრანსფერო გეგმებზე მუშაობს და 23 წლის ნიგერიელი მათი ერთ-ერთი სამიზნეა. "იუნაიტედს" ის ხიბლავს, რომ ოსიმენმა როგორც საფრანგეთში, ასევე იტალიაში ბომბარდირული თვისებებით გამოიჩინა თავი.
"მანჩესტერი" მის შეძენას ზაფხულში შეეცდება.
ოსიმენმა ამ სეზონში სერია A-ს 10 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.