"ნაპოლიმ" ანგისას ხელშეკრულება გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
26 წლის ნახევარმცველმა ფრანკ-ანდრე ანგისამ "ნაპოლისთან" ახალი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე მისი ორი სეზონით შესაძლო გახანგრძლივებით გააფორმა.

კამერუნელი "ნაპოლიში" 2021 წლიდან თამაშობს და მის რიგებში 47 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის ადრე "მარსელში", "ფულჰემსა" და "ვილიარეალში" ასპარეზობდა, ეროვნულ გუნდში კი 45 შეხვედრაში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხ ჩემო ანგისა, როგორ გვჭირდები საქართველოს ნაკრებში საყრდენ ნახევარმცველად! ჩამო კაცი არა ხარ აბურჯანიას შეგიამხანაგებთ ნახევარდაცვაში!
მწრთვნელი
21:12 11-11-2022
4
Simeones mainc ar izaxeben argentinis nakrebshi da chven nakrebshi shegvedzlos damateba magari iqneboda. Kvara bevr gols gaataniebda.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული