"ნაპოლის" შეჩერება ვერც "უდინეზემ" შეძლო - დაძაბული მატჩი და ნეაპოლელების მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლიმ", რომელსაც ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ვერ დაეხმარა, სერია A-ს მე-15 ტურში "უდინეზეს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და გუნდებმა საგოლე მომენტები გაცვალეს. მატჩის მე-15 წუთზე მარცხენა ფრთიდან ელიფ ელმასის ჩაწოდებული ბურთი თავით ვიქტორ ოსიმენმა კარში გადაგზავნა და "პარტენოპეი" დაწინაურდა. გატანილი გოლის შემდეგ, "ნაპოლი" კიდევ უფრო გააქტიურდა, 31-ე წუთზე პიოტრ ზელინსკიმ ულამაზესი დარტყმით მარკო სილვესტრის კარი აიღო და მეტოქესთან უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ნახევარი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში სპალეტის გუნდმა შეტევები განაგრძო,
55-ე წუთზე ელიფ ელმასმა ჩინებურად იმოქმედა, მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და მომენტი თავადვე დაასრულა, ჩრდილოეთ მაკედონიელმა საგოლე პასს გატანილი გოლიც დაუმატა. ამის შემდეგ "ნაპოლიმ" ინიციატივა დათმო, რის გამოც დაისაჯა და 79-ე წუთზე ილია ნესტოროვსკიმ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. "უდინეზეს" გოლიდან 3 წუთში ლაზარ სამარჯიჩმა უძლიერესი შორეული დარტყმით სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და "პარტენოპეიმ" მორიგი 3 ქულა მოიპოვა.

"ნაპოლიმ" ჩემპიონატზე ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება მოიპოვა, 41 ქულით გათამაშების ლიდერია და მომდევნო შეხვედრას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 4 იანვარს მილანში "ინტერთან" გამართავს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უდინეზე 3:2
გოლები: 1:0 ოსიმენი (15), 2:0 ზელინსკი (31), 3:0 ელმასი (55), 3:1 ნესტოროვსკი (79), 3:2 სამარჯიჩი (82)

მკითხველის კომენტარები / 29 /
ტყუილად ახურებს ქართველი ერი ელმასთან ჭიდაობაზე ან ელმასის ვერ ჭიდაობაზე... არავინ დავობს რომ ხვიჩა სასტარტოა, მარა მეორეს მხრივს ელმასიც ძალიან კარგია, ხვიჩას არ ჭირდება ჯერჯერობით კონოურენციისგან მოტივაცია, ისედაც მოტივირებულია, მარა ნუ დაგვავიწყდება რომ იზრდება და სწავლობს ჯერ და ასე ტონუსში ყოფნას თუ გაისისხლხორცებს კიდე უკეთესი და ისე კი ფანტასტიკაა, სპალეტის ორი თითქმის თანაბარი ძალიან კარგი შემადგენლობა ყავს და ასეთი ფუფუნება რეალსაც კი არ აქვს... გვიხაროდეს პირიქით... თუმცა ძალიან რთულია გავიმეორებ ასეთი მონდომებილი კარგი მოთამაშეების სკამზე მოტივაციის შენარჩუნება და მართვა... ყოჩარ სპალეტის ჯერჯერობით... აქ კი ლანძღავენ ზოგიერთები ამ კაცს, მარა პირად ურთიერთობებში არაფერი ეშლება ხვიჩასთან... კიდე გავიმეორებ, ჩვენზე მეტად უნდა სპალეტის რომ ხვიჩამ მაქსიმუმს მიაღწიოს, ეს ხომ ტიტულებთან და დიდებასთან ასოცირდება პირდაპირ... სეზონის ბოლოს ვატყობ მე ბევრი გაოცებული სახე იქნება დედამიწაზე DDD
რა მაფიაა?
21:33 12-11-2022
1
რაც შეეხება ელმასი vs კვარას დატოლებას. ხვიჩა და ოსიმენი არიან გეიმ ჩეინჯერები, ანუ ბუნებრივი იშვიათი უნარები აქვთ რითაც არაფრისგან შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. ელმასი არის უბრალოდ კარგი ფეხბურთელი მარა კონკურენციაში ახლოს ვერ შევა ხვიჩასთან რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანოს. კვარა მარტო 8 გოლი 7 ასისტის გამო კი არ შეიყვარა საფეხბურთო სამყარომ არამედ მისი საფეხბურთო ესთეტიკისა და ინტელექტის გამო პლიუს შედეგი რეზულტატი ელმას არ აქვს თამაშზე იმის ნახევარი გავლენაც კი რაც ხვიჩას თამაშს აქვს მთელ გუნდზე. კვარას ძირითადის ადგილს საფრხე ვერანაირად ვერ შეექმნება, არ ინერვიულოთ თქვენ მაგაზე. ხვიჩამ შეიძლება დიდებული თამაში დადოს, მაგრამ გოლი თუ ვერ გაიტანა, ან ასისტი ვერ გააკეთა, იტყვიან ვერ ითამაშაო.
- ელმასმა შეიძლება საერთოდ ვერ ითამაშოს, მაგრამ საკმარისია ერთი გოლი გაიტანოს და იტყვიან, აგერ ნახეთ რა მაგარიაო. წლების განმავლობაში მესი არაამქვეყნიურ ფეხბურთს უბერავდა, კრისწიანო კიდევ მეტრიანი დისტანციიდან გაიტანდა ხოლმე გოლებს დახატული პასების შემდეგ და მიდიოდა მერე მხოლოდ გატანილი გოლებით მათი შედარება. ყოველთვის მაგიჟებდა ეს.
Anjelo
01:47 13-11-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული