Radio Kiss Kiss-ის ინფორმაციით, ლორენცო ინსინიე შესაძლოა, "ნაპოლიში" 4-თვიანი იჯარით დაბრუნდეს.
როგორც იცით, "პარტენოპეის" ლეგენდამ ზაფხულში MLS-ს მიაშურა და "ტორონტოს" წევრი გახდა, იქ კი მარტამდე შესვენებაა და 31 წლის ვინგერიც შესაძლოა, ყოფილ გუნდს დროებით დაუბრუნდეს.
წყარო წერს, რომ ხვიჩას "ნაპოლიში" სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს და ლორენცოც ამ პერიოდში მისი დუბლიორი იქნება.
ინსინიე გუშინ "კასტელ ვოლუნტროს" ბაზას ესტუმრა, სადაც "პარტენოპეიმ" წვრთნა განაახლა. ის ყოფილმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძალიან თბილად მიიღეს.
10:05 01-12-2022
ინსინიე "ნაპოლიში" ბრუნდება? - ლეგენდამ შესაძლოა, კვლავ "პარტენოპეის" მაისურით ითამაშოს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება არა მხოლოდ ხვიჩასთვი არამედ ზოგადად გუნდისთვის. არ ვფიქრობ რომ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ.
6
0
ძალიან საზიანო გადაწყვეტილება იქნება, ნაპოლის ფეხბურთელებთან ინსინიეს ძველმა ურთიერთობებმა შეიძლება სიტუაცია დაძაბოს.
9
0
კონკურენცია ყოველთვის სასარგებლოა. ხვიჩას მეტი მოტივაცია ექნება, ყველა დანარჩენს კი შედარების საშუალება მოგვეცემა. იმედი მაქვს სხვაობა ხვიჩას სასარგებლო იქნება. წარმატებები ხვიჩას!
27
3
ინსინიე კონტრაქტით ტორონტოს ეკუთვნის და MLS-ის დაწყებამდე გაანათხოვრებენ, ალბათ ეს იმიტომ რომ ნაპოლის ჩემპიონობა რეალურია წელს და ლორენცოსაც დაუფასებენ ნაპოლში განვლილ კარიერას და ამ გზით სკუდეტოს მოგებას აზეიმებენ.
13
1
ხვიჩას შემცვლელობისა რა გითხრათ, თანაც სრულფასოვანიო, კაცო, მაგრამ ხვიჩას შემცვლელის შემცვლელობა კი უნდა გაქაჩოს წესით მეტ- ნაკლები წარმატებით... მაგრამ მაშინ ელმასი უნდა გაყიდონ, რომელსაც ხვიჩაზე მეტს უხდიან და შესაძლოა, ამასაც ემსახურებოდეს მლს-იდან ლტოლვილი უძღები შვილის დაბრუნება....
6
1
Insinie erti adgilis tamashi nu daiwye, tu napoli gindoda ras garbodi. Chempionobis suni iynosa da shemoizurwa gundshi.ushenodac moigebs napoli seria asac da ligasac.
35
1
ერთი ეს დახტის კიდევ კალიასავით! ერთ ადგილზე ვერ ჩერდება!
24
0
სად დახტის აბა? წლებია სტაბილურად ნაპოლის ფეხბურთელი იყო
2
1
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული