ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა

AutoSharing Option
"მონცას" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ Goal-ს გაუმხილა, რომ "მილანისა" და "იუვენტუსის" დამარცხების შემთხვევაში, თავისი გუნდის ფეხბურთელებს "წაახალისებს":

"ახალი მწვრთნელი ვნახეთ (რაფაელე პალადინო), რომელიც ჩვენს ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა. ის კარგი, ჭკვიანი და კეთილია, ბიჭების მოტივირება შეუძლია.

მოტივაციის დამატება გადავწყვიტე, ამის შესახებ მათ ვუთხარი - თუ "მილანს" ან "იუვენტუსს" მოუგებენ, მეძავებით სავსე ავტობუსს დავახვედრებ".

15 ტურის შემდეგ "მონცა" სერია A-ში 16 ქულით მე-14 ადგილზეა და ამ სეზონში "იუვენტუსი" უკვე დაამარცხა (1:0).

მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდებული იდეაა. იქ ერთი ოპერატორიც და პორნო ფილმი პირდაპირ გაქანებულ ავტობუსში შეიქმნება.
Kaptain Esgeso
14 დეკემბერი 2022 22:53
2
არ არის გამორიცხული, რომ იტალიაში კიდევ ერთი ფეხბურთელი გეყოლებათ. ჩემი აგენტი მონცასთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.
ქ. გ.
15 დეკემბერი 2022 05:58
1
ბებერი ოღრაში.
ვინჩენცო
15 დეკემბერი 2022 14:43
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული