"მონცა", რომლის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია, ხოლო გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი, პირველად იასპარეზებს სერია A-ში. ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მის კლუბს დიდი მიზნები აქვს.
"ჩვენ წარმატების მიღწევის იმედი გასულ წელს გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ამჯერად მთელი სეზონი ვიბრძოდით. ეს ადვილი არ იყო, თუმცა შევძელით და სერია A-ში ვართ.
110 წლის წინ დაარსებული კლუბისთვის ეს დიდი გამარჯვებაა. ეს მონცელებისა და ბრიანცელებისათვის არაჩვეულებრივი მოვლენაა. აქ მთელ იტალიაში ყველაზე შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ამ პროვინციაში 70 ათასზე მეტი საწარმოა. რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ყველანი კმაყოფილები არიან.
სკუდეტო
ეს ჩემი გულისთვის დიადი წელი იყო: "მილანი" იტალიის ჩემპიონი გახდა, "მონცა" კი სერია A-ში გადავიდა", - ციტირებს ბერლუსკონის Sky Sport Italia.