ალეგრიმ "იუვენტუსში" მსოფლიო ჩემპიონის გადაყვანა მოისურვა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის უნდა "ბრაიტონის" 24 წლის ნახევარმცველი ალექსის მაკალისტერი თავის გუნდში იხილოს, - იტყობინება "სპორტ მედიასეტი".

მაკალისტერმა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში თავი კარგად წარმოაჩინა, ამ სეზონში კი კლუბში, რომელთანაც კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, პრემიერლიგის 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მათ შორის, 3 პენალტით. მისი სატრანსფერო ფასი 42 მილიონი ევროა.

"იუვეში" ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ალეგრის როლი იმის მსგავსი იქნება, როგორიც "მანჩესტერში" ალექს ფერგიუსონის იყო და სპორტულ დირექტორ ფედერიკო ჩებურინისთან ერთად ტრანსფერებით დაკავდება.

ალეგრის ადრიენ რაბიოს შენარჩუნებაც
სურს, რაც ამჟამად წარმოუდგენლად მოჩანს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული