"ნაპოლიმ" შეიძლება ლოსანოს პოზიციაზე "ბენფიკას" გარემარბი შეიძინოს

AutoSharing Option
მექსიკელმა შემტევმა ნახევარმცველმა ირვინ ლოსანომ შეიძლება ზაფხულში "ნაპოლი" დატოვოს და იტალიური კლუბი უკვე ეძებს მის შემცვლელს. ადრე სხვადასხვა კანდიდატი დასახელდა, ახლა კი პორტუგალიური "რეკორდი" იტყობინება, რომ "აძური" ყურადღებით აკვირდება "ბენფიკას" ბრაზილიელ გარემარბ დავიდ ნერესს.

ნერესი "ბენფიკაში" "შახტარიდან" სეზონის დასაწყისში გადავიდა, ხოლო იქამდე "აიაქსში" თამაშობდა.
პორტუგალიელები დავიდს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ნერესმა ლისაბონურ გუნდში 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გატანილი გოლია.

ლოსანოს პოზიციაზე "ბენფიკას" გარემარბი შეიძინოს" style="height: 50px; width: 50px;" />"ნაპოლი" ლოსანოს შემცვლელად კარლსონის დამატებას შეეცდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ შეიძლება, ვინმემ ლობჟანიძის ან დავითაშვილისაკენ გაახედოს ეგენი?!
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული