
მსოფლიო ჩემპიონატის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს განახლებისთვის ემზადება. 4 იანვარს ნეაპოლური გუნდი სტუმრად "ინტერს" შეხვდება. მათი საჩემპიონო შანსები იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შეაფასა.
"ვინ მოიგებს სკუდეტოს? ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია, მით უმეტეს, 50-დღიანზე მეტი პაუზის მერე, მაგრამ "ნაპოლის" კარგი შანსები აქვს: რვაქულიანი უპირატესობა და გამოცდილი გუნდი, რომელსაც ორი-სამი ძლიერი მოთამაშე დაემატა.
ნეაპოლელთა უპირატესობაზე ლაპარაკი ძნელია: განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სეზონში რთული პერიოდი ყოველთვის დგება. შესაძლოა, ეს პერიოდი მათთვის ნოემბერსა და დეკემბერს შორის
დადგა", - ციტირებს მანჩინის "გაძეტა დელო სპორტი".