პროკურორი მზადაა, ოსიმენის ტრანსფერის სავარაუდო ყალბი დოკუმენტები მოითხოვს - ქულების ჩამოკლება "იუვენტუსის" მსგავსად "ნაპოლისაც" დაექმურება?

AutoSharing Option
POSTV - ფეხბურთი-ის ინფორმაციით, FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) პროკურორი ჯუზეპე კინე მზადაა მოითხოვოს "ნაპოლის" მიერ ჩადენილი სავარაუდო ყალბი აღრიცხვის დოკუმენტები ვიქტორ ოსიმენის "ლილიდან" ტრანსფერის დროს.

ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონი ევრო იყო, თუმცა "პარტენოპეიმ" ამ გარიგებაში რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართო, რათა ხელოვნურად გაეზარდათ კაპიტალური ნამატი.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამოძიება რამდენიმე კლუბის მიმართ მიმდინარეობს. უკვე დაისაჯა "იუვენტუსი", რომელსაც სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის "ნაპოლის" და შეექმნება თუ არა გუნდს საშიშროება ქულების დაკლების, თუ ეს ბრალდება დაუმტკიცდა.
მკითხველის კომენტარები / 54 /
ქულების ჩამოჭრა ზედმეტად მკაცრი სანქციაა,ფაქტიურად ბიჭებს უკარგავ ამდენ ნაშრომს. ესეთი სანქცია მესმის თუ გუნდი გარიგებულ თამაშებშია შემჩნეული. ასეთ შემთხვევაში გუნდი საერთოდაც რომც დაშალონ და აუკრძალონ თამაში მომხრე ვიქნები. თუ ხელმძღვანელობა რაღაცას მამაძაღლობს, (რასაც ჯერ დამტკიცება უნდა) ამით ფეხბურთელები არ უნდა დაზარალდნენ
დავით 67
09:44 23-01-2023
0
ნაპოლი თუ დასაჯეს ქულების დაკლებით (ღმერთმა არ ქნას), ეს ძალიან საეჭვოდ გამოჩნდება და გვაფიქრებინებს მავანთა მხრიდან მილანელების სიმპათიებს, რადგან ნაპოლი, როგორც წესი, რიგითი იტალიელისთვის პროვინციას წარმოადგენს. მეტიც, ნეაპოლელებს საკუთარი ენა გააჩნიათ!
ლაშა
00:58 23-01-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული