სერია A-ს მე-19 ტურში "ნაპოლიმ" სტუმრად "სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა. ამ მატჩში ნეაპოლელებმა ორი რეკორდი დაამყარეს.
ეს იტალიის ჩემპიონატზე "ნაპოლის" მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის 276-ე გამარჯვებაა, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
WhoScored-ი "ტვიტერით" იტყობინება, რომ ნეაპოლელთა მცველმა კიმ მინ ჯემ "სალერნიტანასთან" შეხვედრაში 136 ზუსტი გადაცემა გააკეთა. ეს მიმდინარე სეზონში იტალიის პირველობის რეკორდია.