კვარაცხელიას ალტერნატივა? - "ნაპოლი" ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას აპირებს

AutoSharing Option
რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ თქვა, რომ პიერლუიჯი გოლინისა და ბარტოშ ბერეშინსკის გადაბირების შემდეგ "ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კიდევ ერთ ტრანსფერზე მუშაობს.

"ნაპოლიმ" შეიძლება იანვარში "ვოლფსბურგის" 24 წლის მარცხენა გარემარბი იოსიპ ბრეკალო შეიძინოს.

ბრეკალო ზაგრების "დინამოს" აღზრდილია, 2016 წელს "ვოლფსბურგში" გადავიდა, საიდანაც ჯერ "შტუტგარტში", შემდეგ კი "ტორინოში" კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით გაანათხოვრეს, მაგრამ იტალიურმა კლუბმა არ დაიტოვა და უკან დაბრუნდა. მისი სამსახურით აგრეთვე "უდინეზეა" დაინტერესებული. ბრეკალომ ხორვატიის ნაკრებში 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

დე მაჯოს მტკიცებით,
თუ ტრანსფერი გაიჩარხა, ხორვატი "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ალტერნატივა იქნება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ხვიჩა თუ გაიმეტეს გასაყიდად იქ ყავთ ელმასი.
G.LA
26 იანვარი 2023 20:45
2
ელმასი არაა მარცხენა ჰავბეკი, მარა მეტი არავინ ყავთ სხვა და იძულებულნი არიან მაკედონიელით ჩაანაცვლონ ხვიჩა როცა არ თამაშობს, ელმასი მარჯვნა ჰავბეკი, ეს კარგად გამოჩნდა იუვესთან მეორე ტაიმში.
ტტტ
26 იანვარი 2023 21:30
0
ვითომ შეადარეს.ხვიჩას აჩრდილიც კი არ არის
მამუკა
26 იანვარი 2023 20:33
1
შტუტგარტის და ტორინოს დაწუნებული ფეხბურთელი, კვარაცხელიას შემცვლელი როგორ იქნება ??
იუვენტინო
26 იანვარი 2023 20:24
0
ელმაზი არაა ხვიჩას ალტერნატივა იგი მარჯვენა ჰავბეკია ან ცენტრალური, ამიტომ მოყავთ ეგ ბრეკალო, რომ ხვიჩას რეზერვი ყავდეთ გუნდში რადგან კვარას როდის აწაპნიან ბობოლები არავინ იცის.
ეეე
26 იანვარი 2023 20:18
0
ბროკალო არა კომბოსტოო მაგას ხვიჩაც და ელმასიც ჯინეში ჩაისვამენ !
zura222
26 იანვარი 2023 19:41
0
:)))))
L.J .
26 იანვარი 2023 20:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული