მოურინიო: "ნაპოლიმ" სკუდეტო უკვე მოიგო - მათ დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავთ

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მომავალი მატჩის წინ "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა:

"როგორი "ნაპოლი" იქნება ჩვენს წინააღმდეგ? ისეთივე, როგორც ყოველთვის. მე ვამტკიცებ, მათ უკვე მოიგეს სკუდეტო, თანაც დამსახურებულად. ვულოცავ ნეაპოლელებსა და ლუჩანო სპალეტის, სკუდეტო მოიგეს და ღირსეული გამარჯვებულები არიან. უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებენ და არ არის ჩემპიონატზე გუნდი, რომელსაც მათთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. სკუდეტო მათ ეკუთვნით.

თუ ვინმე მეტყვის, რომ "რომა" "ნაპოლისთან" კაპიტულაციას გამოაცხადებს, მე ვუპასუხებ - არა. თუმცა, ჩემპიონატი უკვე მოიგეს.

სერია A-ში დიბალას დონის ფეხბურთელი არ არის. ბევრი კარგი მოთამაშეა,
დიბალას კლასის - არა. რაღაც მომენტში მინდოდა "ტოტენჰემში" გადამეყვანა, მაგრამ კლუბმა ეს ვერ მოახერხა. "ნაპოლისაც" ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა დიბალას დონეს ვერ მიაღწია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
შენ ვინცხა ბოღმის ბუკეტი მოურინიო ხარ - არ გასკტე ბოღმისგან! არ გეტყობა, რომ არითმეტიკა გისტავლია?
ახლა მისმინე შენთვის უმაღლესი მათემატიკის ლექცია: დიბალა ხვიჩას ასაკში პალერმოში თამაშობდა და 89 თამაშში 21 გოლი გაიტანა. კოეფიციენტია 4.2 ანუ - 4.2 თამაშში ერთი გოლი! გეყურება? ხვიჩამ ნაპოლიში 15 თამაშში 7 გოლი გაიტანა. კოეფიციენტია 2.1 ანუ 2.1 თამაშში ერთი გოლი! გეყურება? შედეგი: 4.2:2.1 = 2. შენთვის უცნობი უმაღლესი მათემატიკით გამოდის, რომ ხვიჩა დიბალაზე 2-ჯერ მეტი შედეგიანობისაა!!!
ვაჟა მასწავლებელი
29 იანვარი 2023 01:31
3
თქვენს მიერ ჩამოთვლილი არც ერთი ფეხბურთელი დიბალას დროს არ თამაშობდა სერია ა-ში. ნუ ძანეტი ჯერ ისევ თამაშობდა 2 წელი, თუმცა თითქმის 40 წლის იყო უკვე და მისი საუკეთესო წლები დიდი ხნის ჩავლილი იყო.
ლექსო-ს
29 იანვარი 2023 11:34
0
ყველაფერი სიტყვა სიტყვით გაიგო, მაურინიომ.
უბრალოდ ერთ რამეში ვერ გეთანხმები, რომ დიბალას დრინდელი პალერმო რო ახსენე, მაშინდელ სერია A ადარებ ახლანდელს?
კიმინჯაეს ადარებ ნესტას და ძანეტის ან კორდობას პერიოდს?
ლექსო
29 იანვარი 2023 02:50
7
ვაი შენს პატრონს!
მწრთვნელი
29 იანვარი 2023 01:30
1
https://www.whoscored.com/Regions/108/Tournaments/5/Seasons/9159/Stages/21087/PlayerStatistics/Italy-Serie-A-2022-2023
David
29 იანვარი 2023 01:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული