"ეს ძალიან უსიამოვნო იყო" - როგორ დახვდნენ ნეაპოლში ჩასულ დიბალასა და "რომას" ფეხბურთელებს კვარაცხელიას გუნდის ფანები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
calcionapoli24 აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ნეაპოლის იმ სასტუმროსთანაა გადაღებული, სადაც "რომას" ფეხბურთელები დაბინავდნენ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა ჟურნალისტი მარკო ლომბარდი, რომელმაც თქვა, რომ სასტუმროსთან "პარტენოპეის" 20-მდე გულშემატკივარი იყო, ახალგაზრდა ფანებმა კი "ჯალოროსის" ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

განსაკუთრებით კი ეს გუნდის ლიდერებს პაულო დიბალასა და ტამი აბრაჰამს შეეხოთ.

იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ ეს ძალიან არასასიამოვნო ამბავია, სპორტული დაპირისპირება კარგია, მაგრამ მსგავსი რამ არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "რომას" შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

-31JAN/02/img20230129092940_28b0e.jpg" border="0" alt="alt" title=""ეს ძალიან უსიამოვნო იყო" - როგორ დახვდნენ ნეაპოლში ჩასულ დიბალასა და "რომას" ფეხბურთელებს "ნაპოლის" ფანები [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />მატჩის დღე! ხვიჩა VS დიბალა - მოურინიოს ნათქვამს დიდი გამოცდა ელის!..
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი მოედანზე გასაგებია, ემოციებისგან შეიძლება იყვირო და აგინო მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს როცა გოლს გაგიტანენ (ჩემთვის ეგეც მიუღებელია მაგრამ მესმის ემოციის). ასე ქუჩაში რომ ხვდები და მოედნის სივრცის გარეთ აგინებ რა უბედურებაა.
ვინც ამართლებთ, თუ მოგეწონებათ ხვიჩას რო ასე მოექცნენ...
1
კარგით რა.. ნუ დაიწყეთ დიდაქტიკოსობა. რამოხდა , ფეხბურთია და ეს ემოციები ნორმალურია. აბა რომა რომ გაიტანს ლამაზ გოლს ტაშით უნდა შეეგებონ ? რას იძახით?
ilar10N Youtube
19:44 29-01-2023
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული