63 წლის დამრიგებლის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ დღეს შევეცდებით მცირედი ინფორმაცია მაინც მოგაწოდოთ.
ლუჩიანოს ჰყავს მეუღლე თამარა ანხელი, რომლის შესახებაც ინტერნეტში არაფერი მოიძიება. უცნობია, თუ რამდენი წლისაა ის და ჰყავს თუ არა და ან ძმა. ასევე შეუძლებელია ინფორმაციის გაგება მისი მშობლების შესახებ. როგორც ცნობილია, თამარა ანხელი დიასახლისია და საჯაროდ გამოჩენას ერიდება. ის თავის მეუღლესთან ერთად შვილებზე ზრუნვითაა დაკავებული.
თამარას და "ნაპოლის" ამჟამინდელ მწვრთნელს სამი შვილი, ფედერიკო, მატილდა და სამუელე ჰყავს. მეუღლე სპალეტის მუდმივად გვერდი უდგას, წარმატებისა და დაცემის დროსაც.
როგორც იტალიური მედია წერს, ლუჩიანოს ძალიან უყვარს სოფლის ცხოვრება, ფლობს ფერმას, ვენახს, ზეთისხილის პლანტაციებს და როცა საფეხბურთო საქმიანობით არ არის დაკავებული, მაშინ ფერმერის ცხოვრებას მისდევს.
ლუჩანოს ძალიან უყვარს წითელი ღვინო და თვითონაც მეღვინეა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მის შესახებ - გასულ წელს მას მანქანა Fiat Panda მოპარეს.
ხოლო მოპარვიდან 7 თვის შემდეგ შეტყობინება გაუგზავნეს, რომ თუ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა, ავტომობილს დაუბრუნებდნენ. სპალეტიმ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ შეტყობინებას მისთვის ისეთივე ფასი ჰქონდა, როგორც ცარიელ A4 ფურცელს.