მეუღლე თამარა და სამი შვილი - გაიგეთ მეტი ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელის ლუჩიანო სპალეტის პირად ცხოვრებაზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი ქართველი გულშემატკივარისთვის განსაკუთრებულად აქტუალური და პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც "პარტენოპეიში" ხვიჩა კვარაცხელია გადავიდა.

63 წლის დამრიგებლის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ დღეს შევეცდებით მცირედი ინფორმაცია მაინც მოგაწოდოთ.

ლუჩიანოს ჰყავს მეუღლე თამარა ანხელი, რომლის შესახებაც ინტერნეტში არაფერი მოიძიება. უცნობია, თუ რამდენი წლისაა ის და ჰყავს თუ არა და ან ძმა. ასევე შეუძლებელია ინფორმაციის გაგება მისი მშობლების შესახებ. როგორც ცნობილია, თამარა ანხელი დიასახლისია და საჯაროდ გამოჩენას ერიდება. ის თავის მეუღლესთან ერთად შვილებზე ზრუნვითაა დაკავებული.

წყვილი უკვე ორ ათწლეულზე მეტია ერთადაა, თუმცა ზუსტი ქორწინების თარიღი ცნობილი არაა.

თამარას და "ნაპოლის" ამჟამინდელ მწვრთნელს სამი შვილი, ფედერიკო, მატილდა და სამუელე ჰყავს. მეუღლე სპალეტის მუდმივად გვერდი უდგას, წარმატებისა და დაცემის დროსაც.

რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია წერს, ლუ­ჩი­ა­ნოს ძა­ლი­ან უყ­ვარს სოფ­ლის ცხოვ­რე­ბა, ფლობს ფერ­მას, ვე­ნახს, ზე­თის­ხი­ლის პლან­ტა­ცი­ებს და როცა სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბით არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მა­შინ ფერ­მე­რის ცხოვ­რე­ბას მის­დევს.

ლუ­ჩა­ნოს ძა­ლი­ან უყ­ვარს წი­თე­ლი ღვი­ნო და თვი­თო­ნაც მეღ­ვი­ნეა. კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი მის შე­სა­ხებ - გა­სულ წელს მას მან­ქა­ნა Fiat Panda მო­პა­რეს.

ხოლო მო­პარ­ვი­დან 7 თვის შემ­დეგ შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნეს, რომ თუ "ნა­პო­ლის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოსტს და­ტო­ვებ­და, ავ­ტო­მო­ბილს და­უბ­რუ­ნებ­დნენ. სპა­ლე­ტიმ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და თქვა, რომ ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბას მის­თვის ისე­თი­ვე ფასი ჰქონ­და, რო­გორც ცა­რი­ელ A4 ფურ­ცელს.

alt"ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი მხოლოდ მას აქვს" - სპალეტის პრესკონფერენცია "სპეციასთან" მატჩამდე

მკითხველის კომენტარები / 5 /
…კარგები არიან!!! ოჯახური იდილიაა, სიმშვიდე!!!
დათო
13:03 05-02-2023
0
სასიამოვნოა
პატიოსანი ოჯახი
თენგო
15:20 05-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული