სერია A-ს 22-ე ტურში „სამპდორიასა“ და „ინტერის“ მატჩი 0:0 დასრულდა.
სტუმრები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და ერთ-ერთ აუტსაიდერთან ფრეს დასჯერდნენ.
„ინტერი“ 44 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 15 ქულით ჩამორჩება და 18 თებერვალს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.
გენუა. „ლუიჯი ფერარისი“
ინტერი - სამპდორია 0:0