
სერია A-ს 23-ე ტურში "ნაპოლი" "სასუოლოს" ეთამაშება.
მატჩის მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეი" ბრწყინვალე გოლით დააწინაურა. ქართველმა შემტევმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, რამდენიმე მოწინააღმდეგე ჩამოიტოვა და მეკარისგან დაბალ მარჯვენა კუთხეში შეაგორა.


გავრცელდა ფოტო, რომელშიც გადმოცემულია ლუჩანო სპალეტის ემოცია "კვარას" გოლზე.