ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ნაპოლი" "აინტრახტს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 63-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა და გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა.
მატჩის შემდეგ, Radio CRC-ის ეთერში ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო კონტერიომ "ნაპოლისა" და "კვარას" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავდაპირველად ეჭვი ეპარებოდა, რომ "პარტენოპეის" ამ სეზონში წარმატების მიღწევის შანსი ექნებოდა.
"ჩემი აზრით, ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელები "იუვენტუსშიც" თამაშობენ. ვაღიარებ, თავდაპირველად "ნაპოლის" ახალი პროექტის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ მჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდნენ. კრისტიანო ჯუნტოლიმ და ლუჩანო სპალეტიმ
კარგი ფეხბურთელების შეძენა საკმარისი არ არის, ისინი გუნდის სისტემას იდეალურად უნდა ერგებოდნენ, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია სპალეტის ტაქტიკურ მონახაზში იდეალურად ჯდება, "იუვენტუსში" კი ანხელ დი მარიასა და ლეანდრო პარედესზე იმავეს ვერ ვიტყვით, რადგან მასიმილიანო ალეგრის სისტემა განსხვავებულია" - განაცხადა კონტერიომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "აინტრახტის" განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
"რა ღირს კვარაცხელია?" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორის კომენტარი
"მომავალ სეზონში "რეალში" ვიხილავთ" - კარაგერი "კვარაზე"
"ერთი გოლის გატანის შანსი კიდევ გვქონდა" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ
გიორგი ჯიქია არის ნამდვილი მეგრელი!
რეალურად ასე ფიქრობს საქართველოს არამეგრული ნაწილის უმრავლესობა...