ოსიმენმა "ემპოლის" კარში გატანილი გოლით 130 000 ევრო გამოიმუშავა

AutoSharing Option
La Gazzetta Dello sport-ის ინფორმაციით, იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "ემპოლის" კარის დალაშქვრის შემდეგ, "ნაპოლის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა 130 000 ევრო გამოიმუშავა.

მოგეხსენებათ, ნიგერიელს "პარტენოპეისთან" კონტრაქტში საბონუსე პუნქტი აქვს ჩადებული. მას ტოსკანელთა კარში ბურთის შეგდებით ყველა ტურნირზე 21 გოლი მოუგროვდა, რითაც ბონუსების პირველი პუნქტი დააკმაყოფილა. შრომით ხელშეკრულებაში ეწერა, რომ თუ ვიქტორი 20+ გოლს გაიტანდა, 130 000 ევროს მიიღებდა.

მსგავსი საბონუსე ხელშეკრულება აქვს ოსიმენს 25+ და 30+ ბურთებზე, რაც დამატებით თანხის გამომუშავებას ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფინანსური ფიარ პლეი ირღვევა ხვიჩას ხელფასი თუ გაეზრდება . გასავალი არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალს.
ევგენი
23:55 26-02-2023
2
ძალიან "მაგარი" აგენტი რომ ჰყავს ხვიჩას იმის ბრალია,გამოსასყიდი თანხა რო არ ჩაადებინა კონტრაქტში. ჩვენ ქვეყანას მაინც სხვანაირად უყურებენ ეს იტალიელები, ფიქრობენ ისედაც დიდ ფულს ვუხდით ხვიჩასო, მის ადგილას ევროპელი ან ბრაზილიელი რომ ყოფილიყო მინიმუმ 3,5-4 მილიონი ექნებოდა ხელფასი. გასაგებია რომ პირველი წელია მაგრამ კონტრქტის გავრძელებას რომ აპირებენ და მხოლოდ გაორმაგებას სთავახობენ ჯუღელს რა სძინავს ამ დროს, უნდათ რომ მომავალი 5 წელი ათამაშონ 2,5 მილიონად.
მამუკა
20:06 26-02-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული