![](https://sportall.ge/pictures/image5/e242a3f690e6983a397ea964d72bf22e.jpg)
მოგეხსენებათ, ნიგერიელს "პარტენოპეისთან" კონტრაქტში საბონუსე პუნქტი აქვს ჩადებული. მას ტოსკანელთა კარში ბურთის შეგდებით ყველა ტურნირზე 21 გოლი მოუგროვდა, რითაც ბონუსების პირველი პუნქტი დააკმაყოფილა. შრომით ხელშეკრულებაში ეწერა, რომ თუ ვიქტორი 20+ გოლს გაიტანდა, 130 000 ევროს მიიღებდა.
მსგავსი საბონუსე ხელშეკრულება აქვს ოსიმენს 25+ და 30+ ბურთებზე, რაც დამატებით თანხის გამომუშავებას ითვალისწინებს.
აი სადაა დაუფასებლობა... კაცს 2,5-3 მილიონი უნდა გაუხადონ ხელფასი, როცა შარშანდელ ხელმოცარულ ნაპოლიში დარჩენილები გაცილებით მეტს, მინიმუმ ორმაგს გამოიმუშავებენ!