იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "იუვენტუსმა" "ტორინოს" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ხუან კუადრადომ (16) და დანილომ (45+1) გაიტანეს, ტურინელთა შემადგენლობიდან კი თავი იან კარამომ (2) და ანტონიო სანაბრიამ (43) გამოიჩინეს.
მეორე ნახევარში "ბიანკონერი" გააქტიურდა, 71-ე წუთზე ბრემერისა და მე-80 წუთზე ადრიენ რაბიოს გოლებით ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვება მოიპოვეს.
ამრიგად, "იუვენტუსი" 35 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 5 მარტს, "რომასთან" გამართავს.
"ტორინო" 31 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, 6 მარტს კი "ბოლონიას" უმასპინძლებს.