Calciomercato: დე ლაურენტისმა ოსიმენის სატრანსფერო თანხა დაასახელა

AutoSharing Option
Calciomercato "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კარგი შეთავაზების შემთხვევაში ზაფხულში ნიგერიელს შეელევა:

"მანჩესტერის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა ოსიმენის ხელში ჩაგდება უპირველეს ამოცანად დაისახა; "ჩელსი" ბოლო რამდენიმე დღეა ვიქტორის ტრანსფერის განხორციელების საკითხს დაუბრუნდა და კლუბის მფლობელი ტოდ ბოელი მზადაა ფეხბურთელს ამჟამინდელი 4.5-მილიონევროიანი ხელფასი გაუორმაგოს.

დე ლაურენტისს წინადადებაზე პასუხი უკვე აქვს - 120-130 მილიონი".

ოსიმენმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა
გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 70 მილიონია.

ადრე დე ლაურენტისმა ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისებაზე განაცხადა, რომ ზოგიერთი შემოთავაზების უარყოფა შეუძლებელია.

altსპალეტი: საქმე თამაშის სტილშია, რომლითაც ვამაყობთ

 

alt"ლაციოს" ხვიჩას შეჩერება კვლავ გაუჭირდება - ჩემპიონობაზე ფიქრი კონცენტრაციის დაკარგვის გარეშე!..

alt"ერთმანეთს პირველივე წუთიდან გავუგეთ" - ოსიმენმა "კვარასა" და გუნდზე ისაუბრა

alt"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

alt"ნაპოლის" სპორტულ დირექტორს შევხვდი და ასეთი რაღაც მთხოვა..." - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოსიმენს გაყიდიან და გელა ნუგზარაშვილს დაიმატებენ, ხელფასით 1200 ლარი
გენა
03 მარტი 2023 14:43
3
თანამედროვე საფეხბურთო ეპოქის მტაცებლურ სატრანსფერო დახლზე არ არსებობს ფეხბურთელი რომლის ყიდვაც არ შეიძლება მით უმეტეს თუ საქმე ისეთ წუწურაქ საფეხბურთო ფუნქციონერს ეხება როგორიც აურელიო დელაურენტისია. ოსიმენი რომ ამ ზაფხულსვე გაიყიდება ეს ცხადზე ცხადია, ამას ის უმთავრესი არგუმენტიც ამყარებს რომ მისი კონტრაქტი 2024 წელს სრულდება ნაპოლისთან და ბუნებრივია "კრიჟანი" დელაურენტისი ოსიმენს 7 მილიონს არ შეთავაზებს ყოველწლიურ გასამჯელოს ამიტომ ნიგერიელს ბრიტანეთის გზას გაუყენებს თვითონ კი სარფიანად ისარგებლებს. საკითხავი აქ ის არის ვის მიაყოლებს ოსიმენს და თუ ეს ლობოტკა, და კიმიმიც აღმოჩნდა მაშინ კვარაცხელიას ნაპოლიში დარჩენას ყველანაირი აზრი დაეკარგება. რადგან გუნდი ასეთ შემთხვევაში ფაქტიურად დაიშლება და მომდევნო სეზონში მაქსიმუმ ხუთეულისთვის გაიბრძოლოს.
Charley
03 მარტი 2023 03:16
5
აი ზუსტად მაგას იძახდით შარშან ნაპოლიზე როცა გუნდმა ინსინიე,,მერტენსი,,კულიბალი და რუისი გაუშვა,,მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზური თუ მოიპოვეს დიდი ამბავი იქნებაო და 5-6 ადგილზე გაგყავდათ ნაპოლი მაგრამ დაიწყო სეზონი და ვხედავთ როგორც თამაშობს ნაპოლი არამარტო სერიააში ჩემპიონთა ლიგაზეც ასე რომ წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტანთ ხოლმე,,ლობოტკას შემცვლელსაც მოძებნიან ოსიმენისაც და კიმისაც გააჩნია რამდენ მილიონს გაიმეტებენ თორე უკეთესების მოყვანაც შეილება,,არ გახადეს ლობოტკა და კიმი ნესტა და ბარეზი კაცოო,,ერთი 28-წლისაა მეორე 26-და ეგეთი შეუცვლელები რო იყვნენ აქამდე თურქეთში და ნაპოლის სკამზე კიარ იჯდებოდნენ
Charlis
07 მარტი 2023 22:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული