Calciomercato "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კარგი შეთავაზების შემთხვევაში ზაფხულში ნიგერიელს შეელევა:
"მანჩესტერის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა ოსიმენის ხელში ჩაგდება უპირველეს ამოცანად დაისახა; "ჩელსი" ბოლო რამდენიმე დღეა ვიქტორის ტრანსფერის განხორციელების საკითხს დაუბრუნდა და კლუბის მფლობელი ტოდ ბოელი მზადაა ფეხბურთელს ამჟამინდელი 4.5-მილიონევროიანი ხელფასი გაუორმაგოს.
დე ლაურენტისს წინადადებაზე პასუხი უკვე აქვს - 120-130 მილიონი".
ოსიმენმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა
გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 70 მილიონია.
ადრე დე ლაურენტისმა ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისებაზე განაცხადა, რომ ზოგიერთი შემოთავაზების უარყოფა შეუძლებელია.
სპალეტი: საქმე თამაშის სტილშია, რომლითაც ვამაყობთ
"ლაციოს" ხვიჩას შეჩერება კვლავ გაუჭირდება - ჩემპიონობაზე ფიქრი კონცენტრაციის დაკარგვის გარეშე!..
"ერთმანეთს პირველივე წუთიდან გავუგეთ" - ოსიმენმა "კვარასა" და გუნდზე ისაუბრა
"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა
"ნაპოლის" სპორტულ დირექტორს შევხვდი და ასეთი რაღაც მთხოვა..." - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ