როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით ენერგიას გრძნობს და ასევე მატჩის დროს ემოციებსაც განიცდის. ის არ აპირებს ბუცები ლურსმანზე მანამდე ჩამოჰკიდოს, სანამ "პარმა" სერია A-ში დაბრუნდება, შემდეგ კი ეს ემოციური და ენერგიული ჯაჭვი შესაძლოა გაწყდეს.
შეგახსენებთ, რომ ბუფონი ახლა 45 წლისაა.