"ნაპოლი" ფავორიტთა შორისაა - რედნაპის აზრით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

AutoSharing Option
ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა Tuttomercatoweb-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 3 ფავორიტს შორის დაასახელა.

"იტალიური გუნდები არ არიან ისეთი ძლიერები, როგორც ადრე იყო; ასევე პრემიერლიგის გუნდებიც არ არ არიან იმ დონეზე, როგორც რამდენიმე სეზონის წინ ხდებოდა. რა თქმა უნდა,"მილანსა" და "ინტერს", დიდი ტრადიცია აქვთ, მაგრამ ერთადერთი, რომელიც ტოპ-გუნდის შთაბეჭდილებას მატოვებს, არის "ნაპოლი".

შეუძლია თუ არა სპალეტის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზეც შორს წასვლა? – გეტყვით, რომ წელს რბოლა ღიაა, როგორც არასდროს.

"ლივერპული" თითქმის გამოვარდა, მანჩესტერ "სიტი" ვერ თამაშობს ისე, როგორც
შარშან; "ჩელსი" ცუდად ასპარეზობს... თუ უნდა ვიფიქრო იმაზე, ვინ მოიგებს წელს ლიგას, თავში სამი სახელი მომდის:

"ბაიერნი", მანჩესტერ "სიტი" და "ნაპოლი". შესაძლოა, მადრიდის რეალიც, მაგრამ შესაძლოა.", – თქვა რედნაპმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
იტალიის ჩემპიონი რომ ცალი ფეხით უკვე გამხდარია ეგ უკვე სულ გაგვიტრუხა, და თუ ლიგაც მოიგო წელს მაშინ არ ვიცი რა დავწერო ამ ბიჭზე , მხეცი იქნება ნამდვილი
Vasili
08 მარტი 2023 10:48
0
ნაპოლი ნახევარფინალში ნამდვილად უნდა შევიდეს. მეშინია მისი აქილევსის ქუსლის პენალტების სერიის, თუ დაიჩაგრა, სწორედ აქ დაიჩაგრება, ამიტომ პენალტებამდე საქმე არ უნდა მიიყვანოს.
ჟორა
07 მარტი 2023 23:52
0
იმედია კვარა მოიგებს ლიგას, მაგრამ ეგ რეალის ტურნირია დი სულ ფავორიტია, საერთოდ არ გამიკვირდება წელსაც თუ მოიგებს რეალი
გოგა
07 მარტი 2023 22:33
2
ნაპოლი რომ დაამარცხო,ძალიან კარგად(ახლოდან)უნდა გყავდეს შესწავლილი,შესაბამისად არაიტალიურ გუნდებს მასთან გაუჭირდებათ,ჩემი აზრითაც ფავორიტია
კაკო
07 მარტი 2023 22:30
0
უმთავრესი ფავორიტი შესაძლოა კი არა, მადრიდის რეალია, ერთედერთი გუნდი სადაც შეიძლება რეალმა წაიფორხილოს ეს არის ბაიერნი. ნაპოლი ნამდვილად არ არის ფავორიტი, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ხვიჩამ დუბლი დადოს წელს, მაგრამ ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება, ლიგაზე მაინც დიდ როლს თამაშობს გამოცდილება
მამუკა
07 მარტი 2023 17:44
2
ძალიან ცდებით წელს ნაპოლი ძალიან ძლიერია
გიორგი
07 მარტი 2023 18:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული