"სპეციასთან" წაგების უფლება არ გვქონდა" - ინძაგი იმედგაცრუებულია

AutoSharing Option

გუშინ, 10 მარტს სერია A-ს 26-ე ტურში "სპეციამ" "ინტერს" უმასპინძლა და მოულოდნელად, მეტოქე 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სიმონე ინძაგიმ იმედგაცრუება ვერ დამალა.

"შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, ცუდი საღამო იყო. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩი გველის, თუმცა ასეთი მარცხის დავიწყება რთულია. რა თქმა უნდა, წაგებაზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ" - განაცხადა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, "ინტერი" სატურნირო ცხრილში 50 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ლიდერ "ნაპოლის" კი 15 ქულით ჩამორჩება, "პარტენოპეი" თავის შეხვედრას დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.

altსამი პენალტი -

"სპეციამ" "ინტერი" დაამარცხა და "ნაპოლის" საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული