ოსიმენმა "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ 130 000 ევრო გამოიმუშავა - შემდეგი მიზანი ეტო'ოს რეკორდის მოხსნაა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "ტორინო" 4:0 გაანადგურა, სადაც "პარტენოპეის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა დუბლი მიითვალა.

ამით ნიგერიელ ფორვარდს ყველა ტურნირზე ერთად 25 გოლი მოუგროვდა, უშუალოდ კალჩოში კი - 21.

ადრე უკვე ვწერდით, რომ აფრიკელ თავდამსხმელს "ნაპოლისთან" კონტრაქტში სპეციალური საბონუსე პუნქტი აქვს შეტანილი.

მან 20+ გოლის შეგდების შემდეგ 130 000 ევრო უკვე მიიღო, ახლა კი მას 25+ გოლზე კიდევ 130 000 დაემატა.

ვიქტორის მიზანი ახლა "ინტერის" ფორვ
არდის, სამუელ ეტო'ოს რეკორდის მოხსნა იქნება და წესითა და რიგით, ეს არ უნდა გაუჭირდეს.

ეტო'ო (ერთ სეზონში) სერია A-ში გატანილი გოლებით ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირია. მან 2010/11 წლების სეზონში "ნერაძურის" ფორმით მეტოქეთა კარი 21-ჯერ შეარხია.

ახლა ოსიმენს კალჩოში 1 გოლის გატანა ესაჭიროება, რათა ამ რეკორდის ავტორი თავად გახდეს.

altბონუს ანაზღაურება გატანილ გოლებზე - რა უწერია ოსიმენს კონტრაქტში და რა თანხის გამომუშავებასთან არის ის ახლოს

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგიტოა რო გიჟდება ან პასს რო უგვიანებენ ან უგოლოდ რო ტოვებს მინდორს
ნიკოლოზ
21:56 20-03-2023
1
არ გაუჭირდება რეკორდის მოხსნა, რადგან მას გვერდით საუკეთესო მეგობარი და თანაგუნდელი კვარა უმაგრებს ზურგს
ტორპედოელი
23:15 20-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული