იტალია საქართველოსთან მატჩამდე ირლანდიასთან განადგურდა

AutoSharing Option
გუშინ 3 ნოემბერს, ჩიკაგოში ერთმანეთს ირლანდიისა და იტალიის რაგბის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ბრიტანელების უპირატესობით წარიმართა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 54:7 დაამარცხეს.

ირლანდიელებმა მოწინააღმდეგეს 8 ლელო დაუდეს და 7 გარდასახვა ზუსტად შეასრულეს.

ამ მარცხის შემდეგ იტალიის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის მოემზადება.

"ბორჯღალოსნები" იტალიელებს 10 ნოემბერს ფლორენციაში დაუპისპირდებიან.

altმილტონ ჰეიგი - იტალიასთან მატჩზე: მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!

altეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 15 /
იტალიის ძლიერი მხარე სისწრაფე, და სისხარტეა, რაშიც გვაჯობებენ თავისუფლად,
აი ძალაში ჩვენ ვაჯობებთ ანალოგიურად, ორი განსხვავებული სტილის გუნდის თამაში იქნება, სრულყოფილი შესაძლებლობის გუნდი არაა არცერთი. მაგრამ რადგანაც
პრეტენზია აქვთ რომ უკეთესები არიან და ჩვენც გვაქვს ეს. როგორც იტყოდნენ ადრე მეფენი ხმალმა გაგვასწოროს, საქართველომ უნდა მოიგოს.
მეგულა
11:40 05-11-2018
2
ამათ განა მართლა წააგეს, საქართველოსთვის ინახავენ ძალებს :) სარკაზმია ნამდვილი-იტალია ექვსი ერის ქვეყნებს უნდა ეთამაშებოდეს, ყველასთან ნადგურდებოდეს, ყოველთვის კოვზი ხვდებოდეს და ამათთან თამაშიც კი გაგვინატრეს!!! მოვა 10 რიცხვიც და დავანახებთ რაგბის სამყაროს, რომ შემთხვევით არ ვართ იტალიაზე წინ რეიტინგში!
ნათია
03:01 05-11-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული