"ეს სიმართლე არაა. ჩვენ დივეევით დაინტერესებული არ ვართ", - მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ.
ფეხბურთელის აგენტმა ოლეგ ერიომინმა განაცხადა, რომ თავისი კლიენტის ტრანსფერზე არავინ არ დაკავშირებია, თუმცა იგორი რუსეთში ყველაზე უკეთესი მცველია და მისი პერსონით დაინტერესება ადეკვატურია.
თავად დივეევი "ჩემპიონატს" გამოუტყდა, რომ იტალიიდან რაღაც ინტერესი არის, თუმცა თვითონ არაფერი იცის, იქ
სათამაშოდ მზადაა, მისი სტილი იქაურ ფეხბურთს მიესადაგება და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება ძალიან უნდა.