ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის გამო, "იუვენტუსს" სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს, თუმცა ბრალდების მხარე ტურინული კლუბის საეჭვო პარტნიორული შეთანხმებების საკითხის განხილვას მოითხოვს, შეიძლება უფრო მკაცრადაც დასაჯონ და ევროტურნირებიდანაც მოკვეთონ. ამ დროს კი უეფა მზადაა "იუვეს" დახმარების ხელი გაუწოდოს - რა თქმა უნდა, უანგაროდ არა.
"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ამისათვის "იუვენტუსი" სუპერლიგის პროექტიდან უნდა გამოვიდეს.
"იუვენტუსის" ყოფილი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ორი წლის წინ ახალი ტურნირის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რაც ჯერ ვერ განხორციელდა და ამ პროექტში სამი კლუბი
დარჩა - "იუვენტუსი", "რეალი" და "ბარსელონა". უეფა "ბებერ ქალბატონს" იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ მისგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება გადადგმული. უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი მზადაა დაეხმაროს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ტურინული კლუბი სუპერლიგის დატოვების თაობაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და აღნიშნულ საკითხზე "რეალთან" და "ბარსელონასთან" თანამშრომლობას შეწყვეტს.
გამოცემა ირწმუნება, რომ "იუვენტუსის" ახალი ხელმძღვანელობა ულტიმატუმზე დათანხმდება.
გამოცემა ირწმუნება, რომ "იუვენტუსის" ახალი ხელმძღვანელობა ულტიმატუმზე დათანხმდება.
სუპერლიგის შექმნის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ უეფამ ევროპულ ფეხბურთში უკანონო მონოპოლია შექმნა, საქმეს ევროკავშირის სასამართლო განიხილავს და ვერდიქტს წელს გამოიტანს. უეფას მიზანია "იუვენტუსმა" სუპერლიგა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დატოვოს.