"ოსიმენი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდამსხმელია, ჰოლანზე ძლიერიც კი. სატრანსფერო გადაწყვეტილებას კი უშუალოდ სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებთ.
შემოთავაზებების ნაკლებობას არ განვიცდით, განსაკუთრებით ეს პრემიერლიგას ეხება. არ უნდა გამოირიცხოს პსჟ-ის ვარიანტი, რომელსაც ალბათ ზაფხულში შემტევები დატოვებენ.
ჩემი აზრით, მესის კარიერის აშშ-ში გაგრძელების ვარიანტი ხიბლავს, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ", - თქვა დ'ამიკომ.