"ოსიმენს მოედანზე მანქანით შესვლა სურდა" - რა თქვა სპალეტიმ "ლეჩესთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურში "ნაპოლი" "ლეჩეს" ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Dazn-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვიქტორ ოსიმენს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა იმდენად სურდა, რომ მზად იყო მოედანზე მანქანით შესულიყო.

"ჩემი ფეხბურთელები ახლიდან აღმოვაჩინე. "ლეჩეს" დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში არასდროს უჭირდა. გვაქვს მინუსები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. 

რაც შეეხება სიმეონეს ტრავმას, ეს ექიმებმა უნდა შეაფასონ, მას პატარა პრობლემა ჰქონდა, თუმცა მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო.

უნდოდა თუ არა ოსიმენს "ლეჩეს" წინააღდეგ თამაში? მას მოედანზე
შესვლა მანქანით სურდა. ექიმებმა გვირჩიეს, რომ რისკის თავიდან ასარიდებლად დღეს არ ეთამაშა. სრული დატვირთვით ჯერ არ ვარჯიშობს. ცხადია, ვიქტორის გარეშე თამაში რთულია, რადგან ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, ფიზიკურად ძალიან ძლიერია, პრესინგისას შესანიშნავია. დარწმუნებული ვარ, მალე დაგვეხმარება.

რასპადორი შეხვედრის პირველ ნახევარში კარგად გამოიყურებოდა, რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა საკუთარი თამაში ვიპოვეთ. "ლეჩე" ჩვენთან მატჩს ზედიზედ 5 მარცხით შეხვდა, ამიტომ მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა. საბოლოოდ, ხასიათი გამოვავლინეთ, ჩემს ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას ვულოცავ. დი ლორენცოს სახით გუნდს შესანიშნავი კაპიტანი ჰყავს, ჯოვანი თანაგუნდელებს მუდამ ერთიანობისკენ მოუწოდებს, შესანიშნავი ბიჭია" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 74 ქულით პირველ ადგილზეა, სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

alt"დღეს ჩვეული სისწრაფით ვერ ითამაშა" - იტალიელმა ტელეწამყვანმა კვარაზე ისაუბრა

alt"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

altერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
სულ მაგას ვიძახი და ვაკვირდები, კვარას პასებს აშკარად არ აძლევენ. დგას თავისუფალი და იქვე ახლოს მდგომი პარტნიორი ვერ ამჩნევს და მარჯვენა ფრთაზე გადმოაქვს ბურთი. მწვრთნელი რას აკეთებს, რისი მწვრთნელია თუ ამას ვერ ამჩნევს და მითითებებს არ იძლევა.
ბადრი
10:20 08-04-2023
1
ეს კაცი რატომ იბრმავებს თვალს, აშკარად არ აძლევენ კვარას პასებს:(
გოგა
07:56 08-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული