"ნაპოლისთან" შეხვედრამდე "იუვენტუსს" ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს

AutoSharing Option
იტალიის ოლიმპიური კომიტეტის საგარანტიო კოლეგიამ (CONI) "იუვენტუსის" აპელაცია დააკმაყოფილა და 15 ქულა დაუბრუნა, რომელიც იანვარში ფინანსური მაქინაციების გამო დააკლეს.

ახლა ახალი სასამართლო გარჩევა დაიწყება - იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალური სააპელაციო სასამართლო (FIGC) საქმეს განმეორებით განიხილავს.

ასე და ამგვარად, ამჟამინდელი მდგომარეობით, 30 ტურის შემდეგ "იუვენტუსი" სერია A-ში 59 ქულით მესამე პოზიციაზეა, 16 ქულით ლიდერ "ნაპოლის" ჩამორჩება, ხოლო 2 ქულით - მეორეადგილოსან "ლაციოს".

"იუვენტუსი" 23 აპრილს "ნაპოლის" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველაზე უღირსი გუნდი მსოფლიოში. გუნდს, რომ ამდენჯერ გამოიჭერენ მაქინაციებში საერთოდ არსებობა უნდა აეკრძალოს.
6
ძალიან კარგი. მილანელები ოთხეულს და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩებიან, ალალი იქნება. ლიგა რეალს ან სიტის.
ალექს
07:18 21-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული