"ნაპოლი" შესაძლოა, იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად 2 მაისს გახდეს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონობის გასაფორმებლად 9 ქულა ესაჭიროება. ეს მოცემულობა მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ "ლაციო" საკუთარ მოედანზე "ტორინოსთან" 0:1 დამარცხდა.

ახლა "ბიანკოჩელესტის" 61 ქულა აქვს, თუ სერია A-ს დარჩენილ 7 ტურში იმარჯვებს, მაქსიმუმ 82 ქულას მოაგროვებს.

მოგეხსენებათ, "იუვენტუსს" 15 ქულა დაუბრუნეს, რის მიხედვითაც, ახლა ტურინელებს 59 ქულა აქვთ მოგროვილი, ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგების შემთხვევაში კი 83 ქულას უწევს. (რა თქმა უნდა, ეს ვეღარ მოხდება, თუ დღეს დამარცხდებიან).

ახლა "ნაპოლიზეც" ვთქვათ... სპალეტის ბიჭები ამჟამად 75 ქულას უყრიან თავს, თუ
ისინი მომდევნო 3 მატჩს "ლაციოსთან", ხოლო "ვეკია სინიორასთან" მიუწვდომლობისთვის 2 შეხვედრას მოიგებენ, ნებისმიერ შემთხვევაში კონკურენტები ვერ დაეწევიან.

ანუ, "პარტენოპეის" მაქსიმუმ 9 ქულა ესაჭიროება, რათა ნანატრი სკუდეტო მოიპოვოს. დღეს ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები "იუვენტუსს" სტუმრობენ, 29 აპრილს სახლში "სალერინტანას" ეთამაშებიან, 2 მაისს კი გასვლაზე "უდინეზეს" დაუპირისპირდებიან და თუ ამ სამივე მატჩში იმარჯვეს, უდინეში ჩემპიონობასაც გაიფორმებენ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
კიდე კაი კვარა გამოჩნდა, თორე რას გავიგებდით ამდენი მილანი და იუვეს ფანი რომ ყოფილა საქართველოში. საინტერესოა აქამდე სად იყო ეს ხალხი. თურმე კვარა უშლით ხელს საყვარელი გუნდების გულშემატკივრობაში და ვინც კვარას ვქომაგობთ, ურა პატრიოტიზმში გვადანაშაულებენ.
ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან ამ სექტანტობის ფონზე.
ტურინში უეჭველი იციან მათ შესახებ და დააფასებენ იმ ქართველებს, ვინც იუვენტუსის გამო კვარას შეურაცხყოფას აყენებს, ძეგლსაც დაუდგამენ ;)

გუშინწინ ეროვნული ლიგის თამაშს ვუყურებდი და მეკარის წინ დიდი წუმპე იდგა, ტალახიანი წუმპე. მეკარე რომ გადახტებოდა ამ წუმპეში ვარდებოდა. ბურთიც წუმპეში ჩარადნილი გავიდა კარში.
ძალიან სიმბოლურად მეჩვენა.
ის წუმპე არის რეალურად ქართული ფეხბურთი, საიდანაც ხვიჩას ამოვყავართ და დიდ საფეხბურთო ქვეყნებს ჩვენსკენ ახედებს, აქაც ვცხოვრობთ ხალხი და აქაც გვიყვარს ფეხბურთიო.
ამ საბრალოებს კი ისევ იმ წუმპეში დარჩენა უნდათ, ოღონ შენ არ მიაღწიო წარმატებას და ჩვენ აქ ვიჭყუმპალავებთ. აყროლებული კი არის მაგრამ კომფორტულად ვგრძნობთ თავსო!
ტიპიური აქაური მდგომარეობა, შეჩვეული...
❤️
Skeleton
17:30 23-04-2023
3
როგორ დამწყდა გული ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას რომ გამოეთიშა,როგორ მინდოდა რომ ფინალში ისტამბულში გადამწყვეტი გოლი ხვიჩას გაეტანა. მომავლში მაინც იქნება ეგ.
მოცლილი
13:42 23-04-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული