"ხვიჩას ეს უნიკალური თვისება აქვს" - ტოტიმ კვარაცხელია და ლეაო შეადარა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა შემტევმა ფრანჩესკო ტოტიმ Dazn-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჟურნალისტმა მას ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შედარება სთხოვა.

"ლეაო ფიზიკურად უფრო ძლიერი და სწრაფია, კვარაცხელია კი მოწინააღმდეგესთან ერთი-ერთზე სიტუაციებში უფრო ტექნიკურია.

ეს არის ის უნიკალური თვისება, რომელიც ხვიჩას გააჩნია და სერია A-ში ასეთი მოთამაშე რთულად საპოვნელია", - თქვა ტოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მარცხენაფლენგელი გარემარბის, მიხეილ მესხის თამაში უნდა ენახა და ხვიჩასი აღარ გაუკვირდებოდა. დრიბლინგით ქართულ ფეხბურთს ვერ გააკვირვებ მაგრამ მესხს განსაკუთრებული მიღწევები ჰქონდა ჩვენს ფეხბურთში. დავიწყოთ იქიდან რომ არსებობს 'მესხის ფინტი'. ასევე, საბჭოთა ფეხბურთის ყველაზე დიდი მიღწევაში, 1960 წელს ევროპის თასის მოპოვებაში, უშუალო წვილი აქვს შეტანილი-- მარცხნიდან ჩაწოდებული ბურთი ზედ თავზე დაასვა პონედელნიკს, როგორც იცოდა ხოლმე, რაც გამარჯვების გოლი აღმოჩნდა. მხოლოდ ორ ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა მიწვევა მსოფლიო ნაკრებში, მესხს და ყიფიანს. ყიფიანმა ითამაშა, მესხმა ვერა, რადგან არც იცოდა ამის შესახებ არაფერი. რუსებმა ფიფას მესხზე უარი შეუთვალერს, მთლად ჯანზე ვერ არისო, და იაშჩინი შესთავაზეს სანაცვლოდ. 6 ჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო მარცხენა გარემარბად. კიდევ შეიძლებოდა ჩამოთვლა ფაქტების (მაგ, https://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/58358-mikheil-meskhi-argentinashi-legenda-da-realoba-video.html?orderBy=0&all=1&add_new=0&reply=0#comments) მაგრამ ესაც საკმარისია იმის საჩევენებლად რომ ხვიჩა საუკთესო ტრადიციებს აგრძელებს ჩვენს ფეხბურთში და აქვს რეალური შანსი პაიჭაძის, მესხის და ყიფიანის გვერდით ჩაწეროს თავისი სახელი და გვარი.
გიორგი
25 აპრილი 2023 19:14
4
მესხი უნიკალური ფეხბურთელი იყო. მსოფლიო ნაკრები მაშინ მიცემული ხმებით დაკომპლექტდა. მარცხენა გარემარბის პოზიციაზე „რეალის“ ჰექტორ ჰენტომ დაახლოებით 175 ხმა, ხოლო მიშა მესხმა 350 ხმა მიიღო. მიშას არ გაშვების ერთ-ერთი მთავარი ავტორი ქართველი მაღალი რანგის ჩინოვნიკიც იყო, ხოლო ხვიჩასგან განსხვავება ყველაზე ძალიან გამოიხატება მოთამაშის არეალში. ხვიჩას მოქმედების დიაპაზონი უფრო ფართეა, მიშას ცენტრის ხაზის ქვემოთ იშვიათად თუ დაინახავდი, მაგრამ ეს მის გენიალობას სულაც არ ლახავდა. მისი გამოსამშვიდობებელი მატჩი იყო საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელ ურუგვაის „ნასიონალთან“ პირველი ტაიმი, რომლის დასრულების შემდეგ, მთელი სტადიონი ტიროდა და იმ პიროვნებას გინებით იხსენიებდა.
თბილისელი
26 აპრილი 2023 10:54
0
თთქვენი ლოგიკით რა გამოდის ნაპოლისთვის ჯობია ხვიჩა არ დააყენონ?
ძველ გულშემატკივარს
25 აპრილი 2023 14:11
17
წაკითხულის გააზრებაც კი გაჭირდა ეტყობა, სულ ამ განათლების მინისტრის ბრალია თქვენი ასეთი ყოფა ))) აბა საკუტარ ტავს ხომ არ დააბრალებთ )))
bs
25 აპრილი 2023 16:57
1
მხითარიან გამოდი, დისლაიქებზე გიცანი!
სულხან-საბა
25 აპრილი 2023 12:37
3
ერთი ტოტის არ ყავდა შენაქები ლეგენდებიდან და ტოტიმაც შეაქო . ბრილიანტი გვყავს ეგ ბიჭი . ხალისი დაუბრუნა ყველა თამაშის დღეს. ღამე რო თამაში აქვს მთელი დღე მის თამაშზე ვფიქრობ
ტოტტი
25 აპრილი 2023 12:20
2
ამდენი პოზიტივის მერე რაც ჩვენი ტელევიზიებიდან გვესმის, კვარას თამაშს დილიდან ვინიშნავ საღამოს სასიამოვნოს მოლოდინში, ამდენი წელია ასე არაფერი არ მახარებს როგორც ეს მოლოდინი.
ბადრი
25 აპრილი 2023 16:42
1
სპალეტი გაიგე ვინაა გუნდში შენი თვალის ჩინი?, ჰოდა გაუფრთხილდი მაგას თვალისჩინივით, სანამ სხვისი თვალისჩინი არ გამხდარა ჩვენი ოქრობიჭი, კვარა.
მალხაზ ჯობავა
25 აპრილი 2023 12:19
3
მახსოვს 70-იანი წლების ბოლოს თბილისის "დინამო" პრინციპულ მატჩს ატარებდა თბილისში. დათო ყიფიანს წინა 2 თუ 3 მატჩი ტრამვის გამო ჰქონდა გამოტოვებული და ამ მატჩში მხოლოდ სათადარიგოთა განაცხადში იყო. პირველი ტაიმი მოიგო მოწინააღმდეგე გუნდმა (1:0). არც მეორე ტაიმში აეწყო თამაში, ჩვენი ფეხბურთელები დაბნეულად თამაშობდნენ და სადღაც 70-ე წუთისათვის ნოდარ ახალკაცმა მოედანზე შემოუშვა დათო. მარტო მისი გამოჩენით სარბენ ბილიკებზე, დაინგრა სტადიონი ოვაციებით. ყიფიანს ეტყობოდა, რომ ტრამვა ბოლომდე არ ქონდა მოშუშებული, ბოლომდე ვერ აქტიურობდა, მაგრამ მისმა ყოფნამ მინდორზე ისეთი მუხტი შესძინა "დინამოს", რომ მოწინააღმდეგეს ტანკივით გადაუარეს და გაიმარჯვეს 2:1.
რატომ მოვყევი ეს ისტორია. ხვიჩამაც შეიძლება ზოგ მატჩში ისეთი თამაში ვერ აჩვენოს როგორსაც მიგვაჩვია, მაგრამ მისი როლი, თუნდაც მინდორზე ყოფნის მნიშვნელობა განუზომლად დიდია "ნაპოლისათვის".
იუვესთან მატჩში კვარას შეცვლის შემდეგ ტურინელთა დაცვის მარჯვენა მხარემ იფიქრა, ეხლა კი გავლაღდითო. მიატოვეს დაცვა და შედეგიც დაიდო.
განუზომელია ხვიჩას როლი "ნაპოლის" გაჩემპიონებაში!!!!
ძველი გულშემატკივარი
25 აპრილი 2023 11:23
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული