იტალიელმა ჟურნალისტმა და "იუვენტუსის" გულმხურვალე გულშემატკივარმა მასიმო პავანიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და გატის ეპიზოდი გაიხსენა. მოგეხსენებათ, აღნიშნულ მომენტში "ბიანკონერის" მცველმა ქართველ ფეხბურთელს თავში ხელი უხეშად დაარტყა.
"გატის მისთვის ხელის დარტყმა არ უნდოდა. თუ განზრახ ჩაარტყამ, მაშინ ბოდიშს არ მოიხდი. ეს დინამიკური ეპიზოდი იყო, გატი კი ამ სტილის ფეხბურთელი სულაც არაა. ყველა ამ ფაქტზე საუბრობს, მედია ჰკიცხავს დამცველს, თუმცა არავის დაუნახავს, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელისთვის განზრახ არაფერი დაუზიანებია" - განაცხადა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, "პარტენოპეიმ" "ბებერ ქალბატონს" ჯაკომო რასპადორის 90+3 წუთზე გატანილი გოლით მოუგო და
ნანატრ სკუდეტოს კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა.