"ნაპოლის" რიგებიდან მხოლოდ ხვიჩამ შეძლო - სპალეტის გუნდი წინა წელს ამ სტატისტიკაში პირველი იყო, დღეს ბოლოა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, თანამედროვე ფეხბურთში ყველანაირი დეტალი აითვლება.

იტალიური მედია საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს: "ნაპოლიმ" ამ სეზონში საჯარიმოს გარედან მხოლოდ და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ისიც ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცასთან". ჯამში, ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა მეტოქის კარის აღება ხაზის გარედან 156-ჯერ სცადეს და არ გამოუვიდათ.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში "პარტენოპეი" აღნიშნულ სტატისტიკაში 1-ელ პოზიციას იკავებდა, ნეაპოლელებმა 228 მცდელობიდან 13 გოლი გაიტანეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კიდე მეტს დაარტყამდა ხვიჩა საჯარიმოს გარედან და გაიტანდა კიდეც, მარა სპალეტი უკრძალავს სულ პასი აკერია პირზე.
ეეე
20:13 27-04-2023
2
და კიდევ ჯარიმაც არ გაუტანიათ- როცა მაინც ნული აქვთ და ვერ იტანენ, რატომ არ აძლევენ საშუალებას ხვიჩას რო დაარტყას ხშირად... რაღაცეებში სხიდავს სპალეტი...
ბათუმი
18:37 28-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული