მატჩისა და "ნაპოლის" ჩემპიონობის დღე? - ჯერ "ლაციოს" უნდა ვუყუროთ!..

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების მიერ იტალიის ჩემპიონობის მოპოვება შესაძლოა, რამდენიმე საათში ვნახოთ. სერია "ა"-ს 32-ე ტურის კალენდარში ცვლილება შევიდა და ლიდერი "ნაპოლის" მატჩი 24 საათით გადაიწია. ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელები "სალერნიტანას" დღეს, 30 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე უმასპინძლებს.

Sportall.Ge

როცა "დიეგო მარადონაზე" შეხვედრა დაიწყება, ამ დროს "ინტერისა" და "ლაციოს" დაპირისპირება  დასრულებული იქნება. ჯერ ამ შეხვედრას (14:30 სთ-ზე) უნდა ჩავუსხდეთ!.. ამის შემდეგ, ნეაპოლელებს უკვე ეცოდინებათ, ჩემპიონობასთან ერთი გამარჯვება თუ დააკავშირებთ (ამისთვის ჯერ "ლაციომ" ვერ უნდა მოიგოს). სერია "ა"-ს გამარჯვებულის ვინაობა უკვე
კარგა ხანია, ცნობილია, თუმცა მის გაოფიციალურებას ველით. ახლა ყველაფერი ისე გადალაგდა, ნეაპოლი სრულ სამზადისშია და 33-წლიანი ლოდინის დასასრულებლად წამებს ითვლის. ჯერ ისინი მეორეადგილოსანი "ლაციოს" შედეგს უნდა დაელოდონ, შემდეგ კი "სალერნიტანასთან" დაპირისპირებამ ერთგვარი ფინალის სახე მიიღოს. პასუხისმგებლობა და ნერვიულობა მოიმატებს, რადგან ზეიმის გადადება უკვე აღარ გამოვა. ეს სულ მესამე სკუდეტო იქნება - პირველად დიეგო მარადონას შემდეგ!..

Sportall.Ge

ერთ დროს აუტსაიდერობისთვის განწირული "სალერნიტანა" კი უკვე დიდი ხანია, არ აგებს, უკანასკნელ 8 მატჩში 2 გამარჯვება და 6 ფრე აქვს, მათ შორის, "მილანთან" და "ინტერთან" (ორივე 1:1). ამაში თავისი დიდი წვლილი 37 წლის მექსიკელმა მეკარემ, გილერმო ოჩოამ შეიტანა, რომელიც ზამთრის სატრანსფერო პასუზისას გადაიბირეს. ირვინგ ლოსანოს თანამემამულესთან დაპირისპირება ელის.

ამ გუნდების პირველი მატჩი იანვარში შედგა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გაციების გამო გამოტოვა. მაშინ სტუმრებმა დი ლორენცოსა და ოსიმენის გოლებით (2:0) გაიმარჯვეს. 1945 წლიდან მოყოლებული, ისინი ერთმანეთს 27-ჯერ შეხვდნენ და "სალერნიტანამ" მხოლოდ სამჯერ მოიგო. ბოლო შეხვედრებში მათ ნეაპოლელების კარში გოლის გატანაც უჭირთ.

Sportall.Ge

ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემპიონატში საუკეთესო შეტევა (67 გოლი გაიტანეს) ჰყავს, ხოლო საკუთარ კარში იმდენივე გოლი მიიღეს (21), რამდენიც მეორეადგილოსანმა "ლაციომ." უკანასკნელ მატჩებში "ნაპოლი" საკუთარ თავს არ ჰგავს, "მილანთან" გოლის გატანა ხომ გაუჭირდა და საკუთარ მოედანზე ვერც "ვერონას" კარი (0:0) აიღო.

ათწლეულები გავა, მონატრებულ სკუდეტოზე კი პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს გაიხსენებენ. მათ ჩვეულ თამაშს, რაც ბოლო პერიოდში ძველებურად ვეღარ ვნახეთ, "სალერნიტანასთანაც" ველით. რადგანაც საქმე საჩემპიონო მატჩთან გვაქვს, სპალეტის ბიჭების მხრიდან შესაბამის განწყობასა და ოპტიმალურ შემადგებლობას ველით, ვინც საჩემპიონო სეზონის ძირითადი შემოქმედი იყო. გუნდს რუი და პოლიტანო აკლია: მერეტი - დი ლორენცო (კაპ), რაჰმანი, კიმი, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი - ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

შეხვედრას მარჩენარო განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს ბოლოს აგვისტოში, "ლეჩესთან" მოუგებელ (1:1) მატჩში მოემსახურა.

alt"ნაპოლის" მატჩი გადაიტანეს - ხვიჩასა და მის თანაგუნდელებს სრულფასოვანი ზეიმის საშუალებას აძლევენ...

alt"ნაპოლის" რიგებიდან მხოლოდ ხვიჩამ შეძლო - სპალეტის გუნდი წინა წელს ამ სტატისტიკაში პირველი იყო, დღეს ბოლოა

altსულ გაგიჟდნენ - ნეაპოლში მეტოქე გუნდებს სასაფლაო მოუწყვეს

მკითხველის კომენტარები / 16 /
Kvaras gareshe ver moigebdnen egrea da ar daiwyot exla
აქანე
28 აპრილი 2023 22:39
3
არადა უცნობა კვირას დააანონსა მიტინგი,,,კვარას თამაში არა აქვსო)))))
ყვარყვარე
28 აპრილი 2023 13:05
3
გაემაზა, აბა, უცნობს ტკბილი ტენდერი? )))
ILIA
28 აპრილი 2023 13:25
13
რა თქმა უნდა დროის ამბავია ნაპოლის ჩემპიონობა მაგრამ ჩემპიონატში ბურთებია უპირატესი, სადაც ნაპოლი ბევრად წინაა
Caruzo9-ს
28 აპრილი 2023 19:34
3
პირადად ტოტალიზატორში არ ვთამაშობ, :) მაგრამ ლაციოს ვერმოგების შემთხვევაში, საინტერესოა, რა კოეფიციენტი ექნება ნაპოლის მოგებას.
ალბათ, 1.02 :)
გოგია
28 აპრილი 2023 19:22
2
მასე, რომ ფიქრობს ალბათ მაგ თამაშზე ფსონების დამდებების აბსოლუტური უმრავლესობა, სწორედ მაგოტომაც შეიძლება გატყდეს და ფრე დაჯდეს და შედეგად:
ნაპოლის მაინც ჩემპიონობა(ამავე ტურში ან შემდეგში), ნაპოლის მოგებაზე შესული თანხა კი დაილექება ტოტალიზატორში და ...
ქომაგი
28 აპრილი 2023 20:21
5
რა აუცილებლობა იყო?..წინასწარ ვინ იცის რა შედეგით დამთვარდება თამაში...ინტერმა ისეთი რთული თამაში მოიგო ..ძაან გაუჭირდება დასვენებულ ლაციოსთან მოგება...ვთქვათ და ფრე დამთვარდა..ხომ ისევ გადაიწევს ზეიმი.?..მშVენეირი აზრი იყო...რომ სტადიონზე შეკრებულიყვნენ და იქედან ეყურებინათ ინტერი-ლაციოს თამაში...თუ მოიგებდა ინტერი პირდაპირ სატაიდზე იზემიებდნენ და გააგრძლეებნდნე მსვლელობას მთელ ქალაქში...თუ წააგებდა და წავიდონენ სახლში...დასაძინებლად..როცა იქნება დადგება რეალური შედეგი და იზეიმებდა უპრბლემოდ ყველა..
bujanga
28 აპრილი 2023 17:26
2
რატომღაც მგონია, "ნაპოლი" მაგ მატჩში "სალერნიტანა"-სთან ფრეს ითამაშებს. მაგის უამრავი მიზეზია.
გიო
28 აპრილი 2023 16:59
10
ამ საცოდავ უბადრუკ ქართველებს რა აღრიალებთ ნეტა ლაციოს მოგებაზე?
კარგი ვთქვათ ლაციომ მოიგო ყველა თამაში და ნაპოლიმ წააგო ყველა მომდევნო. კვარა ჩემპიონი ვერ გახდა და ლაციო გაჩემპიონდა. თქვენ ამით რა?
ორი დღე გაიხარებთ ლაციოს ზეიმით და მერე რა შეემატება თქვენს უბედურ, გასაცოდავებულ ჩამორჩენილ და უინტერესო ცხოვრებას?
ფეისბუქ კომენტარები წავიკითხე ახლა და რაღაცნაირად შემრცხვა, რომ ამ ხალხს წარმოვადგენ.
!!
30 აპრილი 2023 15:51
4
შენ რა გაბოროტებულხარ:) ნუ იფიქრებ ამაზე ბევრს და აღარ ინერვიულებ
toti
01 მაისი 2023 11:28
0
დავუშვათ და ლაციომ წააგო,ხოლო ნაპოლიმ ფრე ითამაშა,მაშინ 6 ტურით ადრე სხვაობა 18 ქულა იქნება,რეგლამენტით თანაბარ ქულებზე ურთიერთშეხვედრებია გადამწყვეტი,ნაპოლიმ გასვლაზე 1-2 დაამარცხა ლაციო,ლაციომ კი პირიქით 0-1 იმარჯვა სტუმრად,ხოდა ასეთ შემთხვევაში გაინაღდებს ნაპოლი ჩემპიონობას უკვე კვირას?)
Caruzo9
28 აპრილი 2023 17:45
4
ლაციოს შეეშვით ინტერთან გასვლის შემდეგ 6 დღეში მილანთან აქვს გასვლა, იუვეა მეორე ადგილის ფავორიტი.
იუვემ თუ მოიგო და ნაპოლიმ ფრე იუვე გადაასწრებს იუვემ თუ ლაციოს და 62 ქულა ექნება, ნაპოლის 79 და 7 ტური რჩება და 21 ქულა გასათამაშებელი.
7 მაისს ფიორენტინასთან სახლში იზეიმებს ნაპოლი ჩემპიონობას.
, 2 ტურის შემდეგ გაინაღდებს
28 აპრილი 2023 21:38
5
შაბათს გადმოვიტანეთ, გელოდებით.
უცნობი
28 აპრილი 2023 16:54
6
გილოცავთ: ლაციო აგებს!!!!!!!!!!!!
ვაჟა მასწავლებელი
30 აპრილი 2023 16:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული