სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "სალერნიტანასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა, ფრეს დასჯერდა (1:1) და საჩემპიონო ზეიმი გადაედო. ცნობილი გახდა, რამდენი ქულა აშორებს ნეაპოლურ გუნდს სკუდეტომდე.
"იუვენტუსი" "ბოლონიას" დაუზავდა (1:1) და ოქროს მედლების მოპოვების თეორიული შანსი დაკარგა. 79 ქულით ლიდერი "ნაპოლია", რომელსაც 18 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანი "ლაციო". იმისათვის, რათა ჩემპიონები გახდნენ, ნეაპოლელებს შემდეგ ტურში "უდინეზესთან" 1 ქულის მოპოვებაც ჰყოფნით.
3 მაისს "ლაციო" "სასუოლოს" უმასპინძლებს, "ნაპოლი" კი 4 მაისს სტუმრად "უდინეზეს" დაუპირისპირდება.