გაირკვა, რამდენი ქულა აშორებს "ნაპოლის" სკუდეტომდე

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "სალერნიტანასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა, ფრეს დასჯერდა (1:1) და საჩემპიონო ზეიმი გადაედო. ცნობილი გახდა, რამდენი ქულა აშორებს ნეაპოლურ გუნდს სკუდეტომდე.

"იუვენტუსი" "ბოლონიას" დაუზავდა (1:1) და ოქროს მედლების მოპოვების თეორიული შანსი დაკარგა. 79 ქულით ლიდერი "ნაპოლია", რომელსაც 18 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანი "ლაციო". იმისათვის, რათა ჩემპიონები გახდნენ, ნეაპოლელებს შემდეგ ტურში "უდინეზესთან" 1 ქულის მოპოვებაც ჰყოფნით.

3 მაისს "ლაციო" "სასუოლოს" უმასპინძლებს, "ნაპოლი" კი 4 მაისს სტუმრად "უდინეზეს" დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
სპალეტი არის საშუალო დონის მწვრთნელი. ყველა თამაშს (შინ თუ გარეთ, იგებს თუ აგებს) თამაშობს ერთ სტილში, ერთი ტაქტიკური სქემით. ყარაულის თოფივით ერთი-ორჯერ "გაუვარდა" შეცვლის გამოცნობა, თუმცა გუშინდელ მატჩში მაქრად მიქარა ოლივერა რომ გამოცვალა.
ძველი გულშემატკივარი
11:39 01-05-2023
8
ლაციომ შეიძლება სასუოლოსთან ქულები დაკარგოს და ნაპოლი უდინეზეს უკვე ჩემპიონის სტატუსით შეხვდება.
irakli81
10:46 01-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული