უდინე ცისფერმა ტალღამ წალეკა - 15 ათასი ნეაპოლელი გრანდიოზული ზეიმისთვის ემზადება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ლაციომ" "სასუოლოს" 2:0 მოუგო, "ნაპოლის" საჩემპიონო ზეიმი გადაიდო. დღეს ნეაპოლურ გუნდს სკუდეტოს მოსაპოვებლად სტუმრად "უდინეზესთან" ფრეც ჰყოფნის. საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად გულშემატკივრები უკვე ჩავიდნენ უდინეში და Il Corriere del Mezzogiorno-ს ცნობით, "დაჩია არენაზე", რომელიც 25 952 მაყურებელს იტევს, დაახლოებით 15 000 კამპანიელი ტიფოზი იქნება, მათ შორის 1 500 ცენტრალურ სექტორში.

მატჩისადმი უდიდესი ინტერესია, პირდაპირი ტელერეპორტაჟი ყველა კონტინენტის ქვეყნებში გადაიცემა, თამაშს ნეაპოლში "დიეგო მარადონას" სტადიონზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურებენ. ყველა ბილეთი (ფასი 5 ევრო) უკვე გაყიდულია.

"ნაპოლი" დანიშნულების ადგილზე
მაშინ ჩავიდა, როდესაც "ლაციოსა" და "სასუოლოს" შეხვედრის მე-60 წუთი მიმდინარეობდა. სასტუმრო Là di Moret-თან გუნდს ფანები დახვდნენ. შამპანურებიც გამზადებული ჰქონდათ გასახსნელად, მაგრამ "ლაციომ" მოიგო და დღეს საღამოსთვის გადადეს. ფეხბურთელები გარეთ არ გამოსულან, მხოლოდ ალესიო ძერბინმა გამოიხედა ფანჯრიდან.

მოკლედ, ფრიულის რეგიონში მრავალათასიანი ნეაპოლური დესანტი გადაისხმება და იტალიური მედიის მტკიცებით, ქალაქი უკვე წალეკა ცისფერმა ტალღამ. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება მატჩის დასრულების შემდეგ...

მკითხველის კომენტარები / 11 /
კვარა თუ არ იქნება არ ვუყურებ ერთმა დაწერა ნაპოლის ფანია იუთუბერია ელმასი ან რასპადორი იქნებაო კვარას ადგილას ... იშვიათად ცდება ხოლმე ვნახოთ აბა...
joseph
04 მაისი 2023 11:26
16
კვარა თუ არ იქნება, თვითონ აღარ უყურებს ხოლმე ნაპოლის თამაშებს :)
კაპიტან გარდენბურგი
04 მაისი 2023 20:36
0
ალესიო ძერბინმა რატომ გამოიხედა ფანჯრიდან?
გია
04 მაისი 2023 11:26
1
33 ტურია და 33 წელია არ მოუგიათ სიმბოლურად ემთხვევა, შემთხვევით არაფერი არ ხდება ...
SN289
04 მაისი 2023 11:04
2
უდინე ყველა შემთხვევაში დაინგრევა, ოღონდ თუ ნაპოლი წააგებს ამას ნაპოლის გაბრაზებული ტიფოზები გააკეთებენ, თუ ჩემპიონი გახდება ნაპოლი, მაშინ გახარებული ტიფოზები, არჩევანი უდინეს მერზეა.
ჟორა გაბრიჭიძე
04 მაისი 2023 11:00
1
უფალო ჩვენს ოქროს ბიჭს მიეცი ძალა რომ გამარჯვების გოლი გაიტანოს
სვანსკი
04 მაისი 2023 10:45
3
მგონი ასე უკეთესი გამოვა ნეაპოლისათვის. ამ გადარეულ გულშემატკივრებს რაღა მთლად ნეაპოლი დაენგრიათ? ცოტას უდინეს და ცოტასაც ნეაპოლს დაანგრევენ ამაღამ.

პ.ს. leqso-ს
ნუ წვალობ ფეხბურთის ყურებით და იმ გამარჯვების აღნიშვნით როგორსაც ნეაპოლიტანელები აღნიშნავენ. ყველამ იცის რომ ჩემპიონები გახდებიან, მაგრამ ყველას მათი აღნიშვნა აინტერესებთ. იმ გადარეული ხალხის ხილვა ქუჩებში. შენ სხვა არხზე გადართე სადმე ბილიარდს უყურე.
G.LA
04 მაისი 2023 10:26
3
გასაგებია ნეაპოლში და საქართველოში ისტერიული ინტერესია ნაპოლის მიმართ,რომელიც უკვე დე ფაქტო ჩემპიონია, მაგრამ მსოფლიოში რატომ უნდა იყოს უდიდესი ინტერესი ამ ე.წ. გრანდიოზული ზეიმისადმი არ მესმის-თამაშს ხომ არავითარი მნიშვნელოა არ აქვს სპორტული ან სატურნირო თვალსაზრისით-იტალიის საშუალოზე მაღალი დონის გუნდე ხვდება მეორე საშუალო დონის გუნდს, სულ ეგ არის მსოფლიოსთვის...პირდაპირ ტრასლიაციას რაც შეეხება, თანამედროვე ტეხნოლოგიების პირობებში საერთოდ რა მოსატანია.....
leqso
04 მაისი 2023 09:33
37
წერ "არ მესმისო", ჰო და ისევ ჭადრაკს მიაწექი მეგობარო, ძალიან შორს ხარ ფეხბურთისგან
ხვიჩა
04 მაისი 2023 10:51
3
სუფთა ქართული კომენტარი!
დავიდუსი
04 მაისი 2023 10:27
7
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული