დე ლაურენტისი: თუ უეფა ისევ არ შეგვაჩერებს, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ - ოსიმენი და კვარაცხელია დარჩებიან

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ამერიკის ტელეკომპანია CBS-სთან სკუდეტოს მოპოვებაზე, ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯობაზე, სამომავლო გეგმებზე და იმაზე ისაუბრა, დარჩებიან თუ არა გუნდში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.

"ახალ ერას ვიწყებთ, მომავალ წელსაც უნდა მოვიგოთ სკუდეტო, მომდევნო წელსაც, თუმცა ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიმარჯვოთ. ამას ვეცდებით, თუ მსაჯები არ შეგვაჩერებენ. პუბლიკის რეაქცია წარმოუდგენელია, ეს იგრძნობა. ამ მომენტს 33 წელი ველოდით. როდესაც 2004 წელს გაბანკროტებული კლუბი ჩავიბარე, მაშინ ვთქვი, რომ რანგით მესამე დივიზიონიდან სერია A-ში 10 წელიწადში დავაბრუნებდი. 3 წელიწადში დავაბრუნე. შემდეგ
გავნაცხადე, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. ეს დანაპირებიც ვადამდე შევასრულე.

ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში უძლიერესები ვიყავით, შემდეგ ეტაპზე "მილანთან" ორივე მატჩში მსაჯობის გამო ვერ გავედით. ასეთია ფეხბურთი, ეს უეფაა... კიდევ ვცდით, კიდევ და კიდევ. ლოს-ანჯელესში ფილმს ვიღებდი და კაპრიზე 15 დღით დასასვენებლად წასვლა გადავწყვიტე. "ნაპოლის" გაკოტრების ამბავი შევიტყვე და ის, რომ აუქციონი გაიმართებოდა. 37 მილიონი ევრო შევთავაზე მხოლოდ კლუბის სახელში. ვკითხე, სად არიან ფეხბურთელები და მიპასუხეს, რომ ისინი გუნდში აღარ იყვნენ. 37 მილიონი მხოლოდ გუნდის სახელში გადავიხადე.

2022 წლის მაისში ვიღაც ჟურნალისტმა მკითხა: "ამდენი მოთამაშე გაყიდეთ, რას იზამთ მომავალ სეზონში?" ვუპასუხე, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. ბევრს გაეცინა. გასულ წელს რამდენიმე განებივრებული ფეხბურთელი გვყავდა, რომლებსაც ენთუზიაზმი აღარ ჰქონდათ, მე ახალი სახეები მჭირდებოდა, ახალი ერთიანი გუნდი.

როდის მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას? თუ უეფა ცუდი მსაჯობით ისევ არ შეგვაჩერებს, როგორც ეს წელს მეოთხედფინალებში მოხდა, ამას მომავალ წელს მოვახერხებთ".

დე ლაურენტისმა აგრეთვე განაცხადა, რომ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მუშაობას გააგრძელებს, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას არავითარ შემთხვევაში არ გაასხვისებს და კვირას "ფიორენტინასთან" ნამატჩევს დიდი ზეიმი გაიმართება, რომელიც უკვე ერთი თვეა დაწყებულია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
როცა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა მიზანი, გუნდიც შესაბამისად, თანდათან შედის სათამაშო ფორმაში და ფორმის პიკს პლეი-ოფების დროს აღწევს.
სეზონის დასაწყისში, წელს, ნაპოლის მიზანი არ ყოფილა არც ჩემპიონთა ლიგის მოგება და არც სკუდეტო. და ნუ ბლეფობს ბატონი პრეზიდენტი. :)
მსაჯები რომ მილანთან მთლად ნამუსიანად არ იქცეოდნენ, ეგ კია სიმართლე.
გოგია
16:26 06-05-2023
0
კიმი, ზელენკსი და ვიქტორი დიდი ალბათობით დატოვებენ გუნდს. საჭიროა კარგი ცენტრალური მცველი, ნახევარმცელი და თავდასხმელი. ზელენსკის რასპადორი იდეალურად შეცვლის. თუმცა დაცვით ფუქნციებს ვერ შეასრულებს.
dato
14:34 06-05-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული