მატჩის დღე! "ნაპოლის" "მარადონაზე" გამარჯვება მოენატრა - ბოლოს "კვარას" შედევრი იყო...

AutoSharing Option
"ნაპოლი" ჩემპიონობას ზეიმობს და ყველაფერი ეს
34-ე ტურის საშინაო მატჩიც გაგრძელდება, როცა ლუჩანო სპალეტის გუნდი "ფიორენტინას" უმასპინძლებს - დღეს, 7 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე.

ნეაპოლელები ბოლო დროს ჩვეულ ფორმაში ვერ არიან, თუმცა სეზონში 25 გამარჯვება სერიოზული მაჩვენებელია, ისევე როგორც 69 გატანილი გოლი. ვიქტორ ოსიმენმა "უდინეზეს" კარის აღების შემდეგ (22-ე გოლი სეზონში) ლაუტარო მარტინესთან დისტანცია სამ გოლამდე გაზარდა. ხვიჩა კვარაცხელიასთან, როგორც ჩემპიონატის საუკეთესო "აისტენტენთან" (10 საგოლე პასი 12 გოლთან ერთად) მიახლოებას კი ამ ეტაპზე, კვლავ ვერ ახერხებენ. ჩვენებურს "მშრალი" სერია
გაუგრძელდა, მაგრამ ახლა გუნდს დამატებითი სტრესი მოხსნილი აქვს და ძველებური "კვარას" დაბრუნებას ველით.

Sportall.Ge

წინ "მონცასთან", "ინტერთან", "ბოლონიასა" და "სამპდორიასთან" მატჩებია, დღეს კი ფლორენციელებთან ერთგვარი რევანშის დროა. პირველ წრეში ამ გუნდებმა უგოლო ფრე (0:0) ითამაშეს. შეხვედრაში ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ შეიქმნა, როცა კვარაცხელიამ ლოსანო მშვენიერი პასით შენიშნა, მექსიკელმა კი ვერ გაიტანა. გასულ სეზონში, "დიეგო მარადონაზე" სტუმრობისას, "ფიორემ" სამი გოლის გატანა შეძლო და (3:2) გაიმარჯვა. ოსიმენის გოლი (რუის პასით) და საგოლე პასი (მერტენსს გაატანინა) საკმარისი არ გამოდგა. მსგავს მატჩების მარცხის გამო იყო, სპალეტის გუნდს ჩემპიონობამდე ცოტა რომ დააკლდა...

"ფიორენტინა" კონფერენს ლიგის ნახევარფინალშია გასული ("ბაზელს" დაუპირისპირდება). ქვეყნის თასის ფინალში ეს გუნდი "ინტერს" შეხვდება, ჩემპიონატში კი გვიან გამოფხიზლდა, მე-8 ადგილს იკავებს, "ატალანტასა" და "რომას" მთელი 12 ქულით ჩამორჩება, თუმცა ევროპა ლიგაზე გასვლის შანსს ორი ტურნირიდან ინარჩუნებს.

Sportall.Ge

"დიეგო მარადონაზე" გამარჯვების ზეიმი მოენატრათ. ეს ჩემპიონატის მასშტაბით ბოლოს 11 მარტს, "ატალანტასთან" (2:0) შეძლეს, ხვიჩა კვარაცხელიამ გენიალური და ალბათ, სეზონის საუკეთესო გოლი რომ გაიტანა (საჯარიმოში რამდენიმე მეტოქე გააბითურა). ჩემპიონობის მიუხედავად, კონკრეტული დაპირისპირების მოგებისთვის სპალეტის გუნდი ყველაფერს გააკეთებს და ლუჩანოს მხრიდან შემადგენლობის გადახალისებას ნაკლებად ველით. მატჩს მატეო მარკეტი განსჯის. ნეაპოლელების შეხვედრას ბოლოს ის 19 მარტს, "ტორინოსთან" გაუძღვა (4:0 ჩემპიონების სასარგებლოდ), სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა და ბოლოს ტანგი ნდომბელესაც გაატანინა.

altქართული ზეიმის დროა - მარადონასთან გადაჯაჭვული ხვიჩა და დუეტი განსხვავებული დიზაინით...

altმარადონამ მეფედ კვარაცხელია "აკურთხა" - ნიგერიაში მღელვარება დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ ტამაშობს დგეს სამტუხაროდ
mmmm
19:08 07-05-2023
0
მიქაუტაძე საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშობს, ოსიმენი კი იტალიის უმაღლეს ლიგაში.განსხვავებას ვერ ხედავ?
Status quo
18:53 07-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული