ზამთარში ვიქტორისა და "კვარას" აგენტის "გადალაპარაკება" ვნახეთ. საქმე იმას ეხებოდა, მამუკა ჯუღელმა თქვა, ვიქტორი სათამაშოდ არაბეთში წავა და ხვიჩა - არაო... კარგად მოგეხსენებათ იმ გამოხმაურებების შესახებ, რაც სერია "ა"-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა, სადაც მარადონა გვირგვინს ხვიჩა კვარაცხელიას ადგამს. საქმე ნიგერიის პრეზიდენტამდეც კი მივიდა. გულშემატკივრებს ზოგჯერ რადიკალიზმში გადასვლა სჩვევიათ და ამა თუ იმ საკითხს
რთულია პირველივე სეზონში მოედანზე ისეთ ურთიერთგაგებას მიაღწიო, როგორიც "ნაპოლის" შემტევებს გააჩნდათ. როგორც ხვიჩას, ასევე ვიქტორს, კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდათ, რაშიც ერთმანეთის წვლილი საკმაოდ დიდია. შესაძლოა, ეგოისტური ეპიზოდებიც გვინახავს, თუმცა ესეც ჩვეულებრივი ამბავია, ისე კი, ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთის შემჩნევას ყოველთვის ცდილობდა და ახერხებდა. ოსიმენს საოცარი ბრძოლისუნარიანობა გააჩნია, რომლის ხარჯზეც ხშირად ის თითქოს მიმქრალ და უპერსპექტივო შეტევას ახალ სულს შთაბერავს. კვარაცხელიას ყოველთვის შეუძლია, რაღაც განსაკუთრებული შემოგვთავაზოს და შეასრულოს ის, რისი ჩაფიქრებაც კი უკვე რთულია. "ნაპოლის" მე-9 (უკვე ყოფილ) და 77-ე ნომრებს ერთმანეთის დახმარება მხოლოდ შედეგიანი პასის გაკეთებით არ შეუძლიათ, მათზე გაზრდილი ყურადღებით, თანაგუნდელებს უფრო მეტ სივრცეს უტოვებენ. ოსიმენის მიმართ ქართველ გულშემატკივრებს კარგი დამოკიდებულება აქვთ და ინტერესი ნიგერიის მიმართაც გაიზარდა, რომელთაც საფეხბურთო ტრადიციებიც საკმარისად მოეპოვებათ. ვიცით ოსიმენის რთული გზა და წარსული, თუმცა ის დასახულ მიზანს ბოლომდე მიჰყვა და ისტორია დაწერა...
დაპყრობა, მოსახლეობის ზრდა და პრობლემები
ნიგერიას "აფრიკის გიგანტს" უწოდებენ. 2022 წელს დედამიწა მერვამილიარდე ადამიანს შეეგება. ნიგერიაში 224 მილიონი მცხოვრებია, რაც აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 57 წლამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაინც საკმაოდ უკანაა იმასთან, რაც უნდა იყოს. ნიგერიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოსახლეობაა. არსებული პროგნოზით, 2050 წლისთვის 377 მილიონ ადამიანს გაუტოლდება და დედამიწის რიგით მესამე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა გახდება – ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ. აქ ბევრი პრობლემაა ჯანდაცვის, განათლებისა და საყოფაცხოვრებო პირობების ირგვლივ. ცოტა ხნის წინ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ამბობდა:
"გული მიწუხს, როდესაც ურიცხვ ადამიანს ვხედავ პარკებში, ბაზრებსა თუ ხიდების ქვეშ. როგორ უნდა გამოვკვებოთ ეს უსწრაფესად მზარდი მოსახლეობა?!"
ბოლო წლებში ათასობით ნიგერიელი გაიტაცეს გამოსასყიდის სანაცვლოდ. აქაურების კიდევ ერთი პრობლემა ძლიერ სეზონურ წვიმებს უკავშირდება, რაც არაერთ სირთულეს ქმნის...
ბურთი, როგორც დღესასწაული...
ნიგერიელებს ჯადოსნური სანახაობის შემქმნელი ჯეი-ჯეი ოკოჩა ჰყავდათ. მისი ერთგან ნათქვამი სიტყვები ზუსტად ასახავს იმას, თუ როგორ იწყებენ აქაური ფეხბურთელები და რამხელა ოცნებებს "ეთამაშებიან":
"ვთამაშობდით ყველაფრით, რაც კი მრგვალი იყო და როცა ფეხის ბურთზე შეხებას მოვახერხებდით, ეს დღესასწაულად მიიჩნეოდა."
90-იანების ნიგერიაში სხვა დასამახსოვრებელი ხალხიც თამაშობდა - დანიელ ამოკაჩი, სანდი ოლისე, ნვანკო კანუ, ტიჯანი ბაბანგიდა. უფრო გვიან ობაფემი მარტინსის გოლის ორიგინალურად აღნიშვნები გვახსოვს, მან იტალიის ჩემპიონატში 28 გოლი გაიტანა.
საქართველო და ნიგერია
საქართველოს ნაკრებმა ნიგერიელებთან 1994 წელს ამხანაგური მატჩი დიდი ანგარიშით (1:5) წააგო. ამის მთავარ მიზეზად ძლიერ სიცხეს ასახლებენ, რაც დედაქალაქ ლაგოსში იდგა, თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივადაა. შეხვედრაში რევაზ არველაძის გოლით დავწინაურდით. ამის შემდეგ ზემოთხსენებული იეკინის დუბლი იყო...
ნიგერიელებთან სკანდალთანაც ახლოს ვიყავით. გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მათი ახალგაზრდული ნაკრები სათამაშოდ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადიოდა. საქმეში ფიფა ჩაერთო და საბოლოოდ, ეს ამბავი არ დადასტურდა...
ქართულ-ნიგერიული დუეტი დაიშალა, ისინი მომავალში ერთად ბევრ საინტერესოსა და დასამახსოვრებელს ვეღარ შემოგვთავაზებენ.
საქმეში ნიგერიის პრეზიდენტიც ჩაერთო - "სერია A-ს მეფე ვიქტორ ოსიმენია!"
აი, რატომაა ხვიჩა "კვარავაჯო"... - ცოტათი დაჩაგრულ სამხრეთში დიდება დაბრუნებულია!..
სხვა ერები ახერხებენ ნეხვის გროვაში ვარდი მოძებნონ. ჩვენ კი ყვავილნარს ვქექავთ, იქნებ ნეხვი ვიპოვოო.