ხვალ ფინანსური მაქინაციების საქმეზე მე-5 სასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც პროკურორი ტურინული გრანდისთვის 9 ან 12 ქულით დაჯარიმებას მოითხოვს.
სასამართლოს შეუძლია ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს, შეამციროს შესაძლო ჩამოკლებული ქულების რაოდენობა, ანდაც "ვეკია სინიორა" კვლავ 15 ქულით დააჯარიმოს.
შეგახსენებთ, რომ "ბებერ ქალბატონს" თავდაპირველად 15 ქულა ჩამოერთვა, შემდეგ კი იტალიური ოლიმპიური კომიტეტის საგარანტიო კოლეგიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ტურინელებს ქულები დაუბრუნა.
ახლა კი ეს ამბავი "მილანისთვის" ნამდვილად სასიამოვნო იქნება. თუ "იუვენტუსს" 12