კარგი ამბავი "მილანისთვის" - "როსონერი" ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" დაჯარიმების წყალობით გავა?

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ "იუვენტუსს" ქულები კიდევ ერთხელ ჩამოართვან.

ხვალ ფინანსური მაქინაციების საქმეზე მე-5 სასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც პროკურორი ტურინული გრანდისთვის 9 ან 12 ქულით დაჯარიმებას მოითხოვს.

სასამართლოს შეუძლია ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს, შეამციროს შესაძლო ჩამოკლებული ქულების რაოდენობა, ანდაც "ვეკია სინიორა" კვლავ 15 ქულით დააჯარიმოს.

შეგახსენებთ, რომ "ბებერ ქალბატონს" თავდაპირველად 15 ქულა ჩამოერთვა, შემდეგ კი იტალიური ოლიმპიური კომიტეტის საგარანტიო კოლეგიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ტურინელებს ქულები დაუბრუნა.

ახლა კი ეს ამბავი "მილანისთვის" ნამდვილად სასიამოვნო იქნება. თუ "იუვენტუსს" 12
ქულით მართლაც დააჯარიმებენ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში სწორედ "როსონერი" აღმოჩნდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტვინი წაიღეს უკვე რაა. კლუბს რას ერჩიან ისენი დასაჯონ ვისაც ეკუთვნის.
აკი
21:57 21-05-2023
1
ილიკოს და ილარიონის არ იყოს ჩემი და შენი რამ გაყო ბერიკაცოო, ისეა ამათი საქმე. ლაციოს ფატოვებენ ლიგის გარეშე აგერ ნახავთ თუ არა.დ
გფფ
15:35 21-05-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული