იტალიური მედია ყოველდღე "ნაპოლის" მწვრთნელის ახალ კანდიდატურას ასახელებს. უკანასკნელ ხანს ამტკიცებდნენ, რომ გუნდს ლუჩანო სპალეტის ნაცვლად ლუის ენრიკე ჩაუდგებოდა სათავეში, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს ჰპირდებოდა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დატოვებას, აგრეთვე, საჭირო ფეხბურთელების დამატებას.
ახლა იტყობინებიან, რომ ესპანელს გული პრემიერლიგისკენ მიუწევს და Sky Sports Italia და ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნებიან, რომ "ნაპოლის" "პორტუს" 48 წლის თავკაცი სერჟიუ კონსეისაუ ჩაიბარებს. იმასაც გვამცნობენ, რომ მისი სეზონური ხელფასი 4 მილიონი იქნება.
პორტუგალიელის ალტერნატივად განიხილება
ვინჩენცო იტალიანოს (ფიორენტინა) და ტიაგო მოტას (ბოლონია) კანდიდატურები. ეს ყველაფერი ნეაპოლური საინფორმაციო საშუალებების ვარაუდია და ჯერ დაზუსტებით არავინ არაფერი იცის.