აქამდე გამოსულიყო - "იუვენტუსმა" სუპერლიგა დატოვა

AutoSharing Option
Relevo-ს ცნობით, "იუვენტუსმა" ევროპის სუპერლიგის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ამის თაობაზე პროექტში დარჩენილ ორ კლუბს, "რეალსა" და "ბარსელონას" წერილობით აცნობა.

"იუვენტუსი" ამ მიმართულებით მათთან თანამშრომლობას წყვეტს.

"ბიუროკრატიულ პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება, მაგრამ "ბიანკონერის" გადაწყვეტილება მტკიცეა", - წერს გამოცემა.

"იუვენტუსი" 2021 წლის აპრილში სუპერლიგის დამფუძნებელ 12 კლუბს შორის იყო, რომელთა უმეტესობამ პროექტი იმავე თვეში დატოვა.

სავარაუდოდ, "იუვემ" გადაწყვეტილება უეფას ზეწოლის გამო მიიღო. გუნდს ფინანსური მაქინაციების გამო სერია A-ში 10 ქულა ჩამოაკლეს (პლუს, 720 ათასი ევროთი დააჯარიმეს), ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რაც
2011 წლის შემდეგ მისი უარესი შედეგია და კონფერენს ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
კონფერენს ლიგა წელს ვინ მოიგო? გაგებაში არ ვარ.
ვერგავიგე
08:44 07-06-2023
5
აწი აღარ ჩამოაკლებენ ქულებს. მაგარი მაფიოზური თემებია მოკლედ
ტოტტი
08:37 07-06-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული