"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება

AutoSharing Option
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. სილვიო საფეხბურთო კლუბ "მილანის" პრეზიდენტი მაშინ იყო, როცა ამ კლუბს ძალიან წარმატებული წლები ჰქონდა. ბოლოს მან "მონცა" შეიძინა, რომელიც ახლახან დასრულებულ სეზონში სერია "ა"-ში ააღზევა.

ბერლუსკონის პნევმონიისა და ლეიკემიის დიაგნოზი ჰქონდა და ბოლო პერიოდი საავადმყოფოში გაატარა. მან 2020 წელს კორონავირუსიც გადაიტანა.

Sportall.Ge

ამ ამბავს სოციალურ ქსელში "მილანის" ექსფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა:

"ძვირფასო სილვიო, დღეს იტალიური ფეხბურთის ისტორია თავის გმირს კარგავს. ადამიანი, რომელმაც "მილანს" ყველაფერი დააპყრობინა. ის მზად იყო
ყველაფრისთვის და ისტორია დაწერა.

მადლობა, პრეზიდენტო! გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბერლუსკონების ოჯახს."

alt"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს

alt"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს

მკითხველის კომენტარები / 12 /
მადლობის მეტი რა უნდა ეთქმოდეს, რაც ასწავლა ყველაფერს იყენებს პოლიტიკურ კარიერაში, ბიუსტი უნდა გაუხსნას. კორუფცია,მლიქვნელობა, კრიმინალური სამყაროს გამოყენება,ნეპოტიზმი ყველაფერი ასწავლა.
61
მიაკვდა პუტლერი სულში!
აბო
13:33 12-06-2023
40

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული